„ძალად არჩეული მერი“ - ზუგდიდში მერის უფლებამოსილება პერფორმანსის ფონზე ცნეს

© photo: courtesy of Nika Latariaსაკრებულოს სხდომა ზუგდიდში, რომელზეც ქალაქის ახალი მერის უფლებამოსილება ცნეს, პერფორმანსის ფონზე მიმდინარეობდა
საკრებულოს სხდომა ზუგდიდში, რომელზეც ქალაქის ახალი მერის უფლებამოსილება ცნეს, პერფორმანსის ფონზე მიმდინარეობდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე პლაკატებით მოსულ პერფორმანსის მონაწილეებს, პირი „დასკოჩილი“ ჰქონდათ და თავზე შავი ტომრები ჰქონდათ ჩამოცმული

თბილისი, 10 ივნისი - Sputnik. პერფომანსის ფონზე ცნეს ორშაბათს ზუგდიდის საკრებულოში ახლად არჩეული მერის გიორგი შენგელიას უფლებამოსილება.

© photo: courtesy of Nika Latariaსაკრებულოს სხდომა ზუგდიდში, რომელზეც ქალაქის ახალი მერის უფლებამოსილება ცნეს, პერფორმანსის ფონზე მიმდინარეობდა
„ძალად არჩეული მერი“ - ზუგდიდში მერის უფლებამოსილება პერფორმანსის ფონზე ცნეს - Sputnik საქართველო
საკრებულოს სხდომა ზუგდიდში, რომელზეც ქალაქის ახალი მერის უფლებამოსილება ცნეს, პერფორმანსის ფონზე მიმდინარეობდა

გიორგი შენგელია ზუგდიდის მერად 2019 წლის 19 მაისს ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგად აირჩიეს. ვაკანტური ადგილისათვის მარათონში ორი ძირითადი კანდიდატი ექიშპებოდა ერთმანეთს: გიორგი დანელია - „ქართული ოცნებიდან“ და  ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.  მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტთა უმრავლესობა ამ ორთაბრძოლაში მეორე ტურის გარდაუვალობაზე საუბრობდა, მმართველი პარტიის კანდიდატმა 54,45%-ით შეძლო არჩევნებში გამარჯვება.

© photo: courtesy of Nika Latariaსაკრებულოს სხდომა ზუგდიდში, რომელზეც ქალაქის ახალი მერის უფლებამოსილება ცნეს, პერფორმანსის ფონზე მიმდინარეობდა
„ძალად არჩეული მერი“ - ზუგდიდში მერის უფლებამოსილება პერფორმანსის ფონზე ცნეს - Sputnik საქართველო
საკრებულოს სხდომა ზუგდიდში, რომელზეც ქალაქის ახალი მერის უფლებამოსილება ცნეს, პერფორმანსის ფონზე მიმდინარეობდა

ზუგდიდის საკრებულოს სხდომას, რომელსაც დღეს მერის უფლებამოსილება უნდა ეცნო, გარდა საკრებულოს წევრებისა „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური ორგანიზაციის წევრებიც დაესწრნენ, რომელთაც დარბაზში მდუმარე აქცია-პერფორმანსი გამართეს.

 „ძალად არჩეული მერი", „მირანდა, საოლქო ბიძინას ბუტკა გგონია", „გია დანელია, შენ ხარ ზუგდიდის სირცხვილი", „გეგა, შენს ვალს ზუგდიდი არ გადაიხდის", - ეწერათ აქციის მონაწილეებს პლაკატებზე, პირი „დასკოჩილი” ჰქონდათ და ზოგიერთ მათგანს თავზე შავი ტომარა ჰქონდა წამოცმული.  

საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია "ენმ-ის" თავმჯდომარე ანა წითლიძემ არჩევნების პროცესსა და წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი იყო „ძალადობრივი". მიუხედავად ამისა, ახლადარჩეულ მერს უსურვა, ისე არ დაასრულოს საკუთარი მმართველობა, როგორც მისმა წინამორბედმა.

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას თქმით, მუნიციპალიტეტს ჰყავს ხალხის მიერ არჩეული მერი, და ენმ-სგან განსხვავებით, ხალხს აქვს განცდა, რომ ის იქნება კარგი მერი და ზუგდიდს ბევრ სიკეთეს მოუტანს.

ხმაურიანი დებატების შემდეგ, საკრებულომ სცნო ახლად არჩეული მერის უფლებამოსილება და გიორგი შენგელია დღეიდან მერის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

 

ნიკა ლატარია

 

ყველა ახალი ამბავი
0