ლადო კახაძე

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, შუალედურ არჩევნებში მთაწმინდაზე ლადო კახაძემ გაიმარჯვა

137
(განახლებულია 01:16 10.06.2019)
ლადო კახაძემ ამომრჩეველთა ხმების 61,83% მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა შალვა შავგულიძემ - 38,17%.

თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, ლადო კახაძემ გაიმარჯვა.

ლადო კახაძემ ამომრჩეველთა ხმების 61,83% მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა შალვა შავგულიძემ - 38,17%. ამ დროისათვის ყველა, 31-ვე უბნის მონაცემები უკვე ატვირთულია ცესკო-ს ვებგვერდზე.

მეორე ტურის ჩატარება საჭირო მას შემდეგ გახდა, როდესაც 20-დან ვერცერთმა კანდიდატმა გამარჯვებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოიპოვა - არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების ხმების მინიმუმ 50% პლუს ერთი ხმა.

ცესკო-ს მონაცემებით, 20:00 საათისთვის 43 909 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი 31 უბანზე 18 105 ამომრჩეველმა გააკეთა, რაც 41,23% შეადგინა. შედარებისთვის, პირველ ტურში აქტივობამ 34,27% შეადგინა.

შუალედური არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი ვლადიმერ (ლადო) კახაძე და ორი ოპოზიციური პარტიის - „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი, ადვოკატი შალვა შავგულიძე.

137
თემები:
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში (102)