არჩევნები

შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე მთაწმინდელების 41% მივიდა

127
არჩევნები შემდგარი იქნება ამომრჩეველთა ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში.

თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლების აქტივობამ 41,23% შეადგინა, ნათქვამია ცესკო-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ცესკო-ს მონაცემებით, 20:00 საათისთვის 43 909 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი 18 105  ამომრჩეველმა გააკეთა. შედარებისთვის, პირველ ტურში აქტივობამ ამ დროისთვის 34,27% შეადგინა.

ცესკო-ს მონაცემებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა, ახლა ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

შუალედური არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი ვლადიმერ (ლადო) კახაძე და ორი ოპოზიციური პარტიის - „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი, ადვოკატი შალვა შავგულიძე.

კენჭისყრის წინასწარი შედეგები ღამით ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

ივანიშვილი „ქართული ოცნების“ კანდიდატის გამარჯვებაში დარწმუნებულია >>

საქართველოს პარლამენტში სულ 150 ადგილია. უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის.

 

 

127
თემები:
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში (102)