ივანიშვილის ყოფილმა თანამებრძოლმა თავისი მოძრაობა „ტრიბუნა" შექმნა

© photo: David Chichinadze / FBდავით ჭიჭინაძე
დავით ჭიჭინაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მოძრაობის ოფიციალური პრეზენტაცია 22 ივნისს გაიმართება

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ყოფილმა წევრმა დავით ჭიჭინაძემ დაარეგისტრირა თავისი მოძრაობა „ტრიბუნა". ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, განაცხადა მან „Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში.

„ვემზადებით 2020 წლისთვის, და საერთოდ, ყველა არჩევნებისთვის, იქნება ეს ვადამდელი და მორიგი არჩევნები", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

დეპუტატი ეკა ბესელია ახალ პარტიას ქმნის>>

„ტრიბუნის" ოფიციალური პრეზენტაცია 22 ივნისს გაიმართება. მაშინ გახდება მომავალი პოლიტიკური მოძრაობის კონკრეტული გეგმები ცნობილი.

დეპუტატის განცხადებით, „ტრიბუნა" თითოეულს მისცემს საშუალებას, რომ თავისი ხმა მიიტანოს საქართველოს მთავრობამდე.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
შემოდგომაზე ვადამდელ არჩევნებს ელოდებიან – ოპოზიცია მოხარულია, უმრავლესობა – დაბნეული

„მთავრობას არ უნდა საკუთარი ხალხის მოსმენა. ჩვენ შევეცდებით, ჩვენი ხმა მთავრობამდე მივიტანოთ და არსებული ვითარება შევცვალოთ", - აღნიშნა ჭიჭინაძემ.

დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ მის პოლიტიკურ მოძრაობაში შესაძლებელი იქნება ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ყოფილი ხელმძღვანელების ხილვა.

ჭიჭინაძის მოძრაობა მემარცხენე კონსერვატიული იდეოლოგიის მხარდამჭერი იქნება. დეპუტატმა ერთ-ერთ მიზნად შობადობის შემცირებისა და ქვეყნიდან მიგრაციის ზრდის პრობლემის მოგვარება დაასახელა.

ჭიჭინაძე „ქართული ოცნებიდან" 2018 წლის ივლისში, თავისი კოლეგების, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მიმართ მკვეთრი გამონათქვამების გამო გარიცხეს. 2018 წლის სექტემბერში ის ოპოზიციურ ფრაქციას „საქართველოს პატრიოტები" შეუერთდა, ხოლო 2019 წლის თებერვალში დატოვა ის, რადგან გადაწყვიტა, დამოუკიდებელი დეპუტატი იყოს.

ყველა ახალი ამბავი
0