რას აირჩევს სააკაშვილი: არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ კლიჩკოსთან ერთად, თუ...

© AP Photo / Efrem Lukatskyმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილს არჩევნებში მონაწილეობისთვის სხვა პარტიების დახმარება სჭირდება

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე საკუთარ გამომწერებს რჩევისთვის მიმართა - კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს პარტია Удар-თან ერთად მონაწილეობა მიიღოს თუ არა საპარლამენტო არჩევნებში.

უკრაინაში სააკაშვილის პარტიას „ახალი ძალების მოძრაობა" რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
„ზელენსკი მალე მიხვდება": მოხდება თუ არა უკრაინიდან სააკაშვილის ექსტრადიცია

კლიჩკომ Facebook-გვერდზე საკუთარ ვიდეომიმართვაში სააკაშვილს მისი პარტიის ლიდერობა შესთავაზა.

„პარტიებისადმი ჩემი გუშინდელი მიმართვის საპასუხოდ ვიტალი კლიჩკომ დახმარების ხელი გამოგვიწოდა და ღირსეული წინადადება შემოგვთავაზა. მაგრამ მე ყველაფერს ღიად გავაკეთებ და მხოლოდ თქვენი აზრის გაგების შემდეგ. ჩვენ ან უნდა წავიდეთ Удар-თან ერთად სრული რეფორმირების პირობით, ან მივიღოთ გადაწყვეტილება "არ წავიდეთ", არჩევნებს მიღმა დარჩენის რისკით. მოდით, ოპერატიულად გადავწყვიტოთ", - დაწერა სააკაშვილმა Facebook-ზე.

უკრაინაში 21 ივლისს რადას ვადამდელი არჩევნებია დანიშნული, რომელიც შერეული სისტემით გაიმართება. დეპუტატთა კორპუსის ნაწილი (225 ადამიანი) პარტიული სიით აირჩევა, ნაწილი კი მაჟორიტარული სისტემით. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ პარტიებს, გამსვლელი ბარიერი 5%-ია.

მაისის ბოლოს უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა აღუდგინა, სააკაშვილი უკრაინაში მეორე დღეს ჩავიდა.

მოგვიანებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ზელენსკის მეგობრულად ურჩია არ გაიმეოროს ქვეყნის წინა ხელისუფლების შეცდომები და საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ დანიშნოს რაიმე თანამდებობაზე.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
კობახიძე ზელენსკის: „ნუ დანიშნავთ ავანტიურისტ სააკაშვილს თანამდებობაზე"

მოქალაქეობის აღდგენა ზელენსკის თავად სააკაშვილმა სთხოვა. საკუთარ მიმართვაში მან დაწერა, რომ არ სურს არანაირი თანამდებობა და ამასთან „მზადაა საკუთარი სიცოცხლე დათმოს წარმატებული და ძლიერი უკრაინის აღმშენებლობისთვის".

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში, ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილების ძალაში შესვლის დღეებში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ის შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია გამოცხადებული, ასევე დაწყებულია პროცედურები, რათა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაში 2015 წელს გამოჩდა. მალე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. იმ დროისთვის მას უკვე ჰქონდა მინიჭებული უკრაინის მოქალქეობა. თუმცა უკვე 2016 წლის ნოემბერში პოროშენკომ სააკაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა და განაცხადა, რომ გუბერნატორმა არათუ შეასრულა დაპირება რეგიონის განვითარების შესახებ, არამედ მნიშვნელოვნად გააუარესა ოლქის ეკონომიკური მაჩვენებლები. ხოლო 2017 წლის ივლისში მოქალაქეობაც ჩამოართვა.

უკრაინის ხელისუფლებამ 2018 წლის თებერვალში სააკაშვილი პოლონეთში გააძევა, რომლის ტერიტორიიდანაც 2017 წლის შემოდგომაზე სააკაშვილი უკრაინაში უკანონოდ შევიდა – პოლონეთის საზღვარზე მისმა მომხრეებმა მესაზღვრეების კორდონები გაარღვიეს. მაშინ უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილს ქვეყანაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა.

ყველა ახალი ამბავი
0