ინტერვიუს შემდეგ საქართველოში ავსტრიის ელჩს განმარტებების გაკეთება მოუხდა

© photo: Austrian Embassy Georgia / FB ავსტრიის ელჩი საქართველოში
ავსტრიის ელჩი საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავსტრიის დიპლომატიური მისიის მეთაურმა საქართველოს ბიზნეს-გარემოს შესახებ საკუთარ ინტერვიუსთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთა.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოში ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ ქართული საინფორმაციო საშუალებები ტელეარხ TV Pirveli-სთვის მიცემული ინტერვიუს არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულა.

მასმედიამ ბენკოს ინტერვიუს იმ ნაწილზე გააკეთა აქცენტი, სადაც მან განაცხადა, რომ საქართველოში ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის გადაწყვეტილებების მიღების პრობლემა და გადაწყვეტილებების მიმღები ადამიანების ნაკლებობა. მოგვიანებით საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები დიპლომატიურ ეთიკას არღვევს. მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში ბიზნეს-გარემოს მაღალ დონეზე აფასებენ და თუ რამე ხარვეზია, ხელისუფლებამ იგი უნდა გამოასწოროს.

 „ტელეკომპანია TV Pirveli-მა საქართველოში ბიზნეს-გარემოს შეფასების მიზნით რამდენიმე ელჩთან 30 მაისს 1,5-საათიანი ინტერვიუ ჩაწერა. პრესამ მომაწერა ცალკეული კრიტიკული განცხადებები საქართველოს შესახებ. ფაქტობრივად, ისინი ინტერვიუს კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი", – დაწერა ბენკომ Facebook-გვერდზე.

ელჩის თქმით, ინტერვიუს დროს აღნიშნული იყო საქართველოს დიდი შესაძლებლობები და განხილული იყო გამოწვევები საქართველოში ინვესტირების კუთხით, მათ შორის, ენერგეტიკასა და ტურიზმის სფეროში – "სფეროებში, რომლებშიც ავსტრია ძალზე აქტიურად მუშაობს საქართველოში".

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერი: საქართველომ ბიზნესის კეთების კუთხით პრობლემები დაძლია

„ნება მომეცით კვლავ გითხრათ, რომ მე პირდაპირ მივუთითე ინტერვიუში, რომ საქართველოში კორუფციის დონე დაბალია, კანონის უზენაესობა კი გარანტირებული", – აღნიშნა ბენკომ.

ელჩის სიტყვებით, თავის ინტერვიუში მან ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო მთლიანი სამხრეთ კავკასიისთვის მიმზიდველი ჰაბია.

„ავსტრიული კომპანიები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისკენ ისწრაფვიან, სავაჭრო მისიების რიცხვის ზრდა და ტვირთბრუნვის გაფართოება ამის შთამბეჭდავი ინდიკატორია. მაგრამ პოტენციალის გამოყენება არ ხდება, და როგორც საქართველო, ისე ავსტრია გულითადად მუშაობენ რათა ბიზნეს-პარტნიორები გაერთიანდნენ", – აღნიშნა ბენკომ.

დასასრულს ელჩმა მცირე შენიშვნა გააკეთა.

„საერთო შენიშვნა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება: ევროპაში პარტნიორებისა და მეგობრების წრეში ჩვენ გულწრფელად ვსაუბრობთ და ავსტრია კვლავინდებურად მზადაა საქართველოს მის ევროპულ მისწრაფებებში დაეხმაროს. ჩვენ ყველა სფეროში მჭიდროდ ვთანამშრომლობთ", – აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0