საქართველოს ბოცვანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო უწყების შენობა
საქართველოს საგარეო უწყების შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზიტის მსვლელობისას აფრიკის ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს პირველ პირებს შეხვდება.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ბოცვანის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი უნითი დოუ საქართველოს სამდღიანი ვიზიტით ეწვევა, ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, ლიბიაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ

დოუ საქართველოში 3 ივნისს ჩამოვა. მას დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან.

„ბოცვანის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის საქართველოში ვიზიტი წარმოადგენს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების დადასტურებასა და ორმხრივი მხარდაჭერის გამოვლენას", – აღნიშნულია განცხადებაში.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ბოცვანას შორის 2010 წლის 15 იანვარს დამყარდა.

ყველა ახალი ამბავი
0