ბახტაძე: ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს

© photo: Goverment of Georgiaმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფორუმის მიზანი პოტენციური ინვესტორებისთვის კახეთის რეგიონში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობა და მეტი ინვესტიციების მოზიდვაა

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ რეგიონულ განვითარებაზე და გვწამს, რომ ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კახეთში საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

აგროდაზღვევის ბენეფიციარებს კახეთში მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ>>>

წინანდალში დღეს „საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი - კახეთი 2019" გაიმართა, რომელშიც საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მაღალი რანგის უცხოელი ინვესტორები მონაწილეობდნენ. ფორუმის მთავარ მიზანს წარმოადგენს სამომავლო, საინვესტიციო პერსპექტივების განხილვა და მეტი ინვესტიციის მოზიდვა კახეთის რეგიონისთვის. 

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერი: ხელისუფლებას იმპორტჩანაცვლებასთან დაკავშირებით ამბიციური გეგმები გააჩნია

პრემიერ-მინისტრმა ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ფორუმში იმ უცხოელი ბიზნესმენების მონაწილეობა, რომელთაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების სურვილი აქვთ, ხაზგასმით აღნიშნა. მსგავსი ფორმატები უცხოელი ინვესტორებისათვის საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის უკეთ გაცნობას უზრუნველყოფს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამგვარი ფორუმები საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება.

ბახტაძის თქმით, მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაში ხელისუფლება განსაკუთრებულ პრიორიტეტს ანიჭებს ინკლუზიურ და ისეთი ტიპის ზრდას, რომელიც შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

„სამწუხაროდ, წლების განმავლობაში გატარებულმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გარკვეული პრობლემებით სავსე ეკონომიკური სტრუქტურა დაგვიტოვა და ამ ყველაფერს სჭირდება მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ ეს შევცვალოთ და ქართული ეკონომიკა გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი, უფრო ინკლუზიური. ამ შემთხვევაში რეგიონულ განვითარებას ენიჭება განსაკუთრებული როლი", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ბახტაძის განცხადებით, კახეთის რეგიონში ეკონომიკური პოტენციალის  25%-ია მხოლოდ გამოყენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ კახეთში არის ეკონომიკის განვითარების ძალიან დიდი რესურსი და პოტენციალი, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ კახეთში მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა თავის ოჯახში იგრძნოს ეკონომიკური წინსვლა.

პრემიერი: საქართველო მსოფლიოში ლიდერი ქვეყანა უნდა გახდეს>>>

მისივე თქმით, კახეთი საქართველოს ულამაზესი კუთხეა, თავისი უდიდესი ისტორიით, ტრადიციებით, ის არის აკვანი მეღვინეობის და უნიკალური წვლილი აქვს შეტანილი ქართულ კულტურაში.

„მეღვინეობა აქტიურად ვითარდება კახეთში, თუმცაღა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ გვაქვს კიდევ მნიშვნელოვანი პოტენციალი განვითარებისთვის. განსაკუთრებით მიხარია, რომ ხდება ბაზრების დივერსიფიკაცია. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკა, საქართველოში მეღვინეობა და ამ შემთხვევაში კახეთში არ იყოს დამოკიდებული რომელიმე ერთ, მსხვილ ბაზარზე", - აღნიშნა ბახტაძემ.

როგორც პრემიერმა განაცხადა, კახეთში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტების ცენტრების რეაბილიტაცია, რომელიც 2020 წლის ზაფხულამდე დასრულდება.

კახეთის საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონული ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში", კახეთის გუბერნიისა და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ოფისის (DMO) მხარდაჭერით ტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0