აბაშიძემ და კარასინმა მორიგი შეხვედრის თარიღი განიხილეს

© photo: Sputnik / Alexei Danichev / გადასვლა მედიაბანკშიპრაღა
პრაღა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბ აბაშიძემ და გრიგორი კარასინმა სატელეფონო საუბრისას პრაღაში მორიგი შეხვედრის თარიღი განიხილეს.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა სატელეფონო საუბრის დროს ქართულ-რუსული ურთიერთობების პრაქტიკული საკითხები განიხილეს, ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

„განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ზოგიერთი პრაქტიკული საკითხი, ასევე მორიგი შეხვედრის თარიღი არაფორმალური დიალოგის ფარგლებში რუსულ-ქართული ურთიერთობების მოგვარების ნორმალიზების გზებზე", – აღნიშნულია განცხადებაში.

უფრო ადრე აბაშიძემ „Sputnik-საქართველოს" განუცხადა, რომ შეხვედრა, სავარაუდოდ, ივლისის მეორე ნახევარში გაიმართება.

აბაშიძის და კარასინის შეხვედრა ივლისში შედგება>>

დიპლომატის განცხადებით, შეხვედრის დღის წესრიგში იქნება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და ასევე ჰუმანიტარული საკითხების განხილვა.

მოსკოვი - Sputnik საქართველო
საქართველომ და რუსეთმა ტვირთების მონიტორინგის შეთანხმების რეალიზაციაზე იმსჯელეს

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა. თუმცა, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსული პარტია „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტები ხორციელდება მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

პრაღის მოლაპარაკებები – ეს არის ქვეყნებს შორის არაფორმალური დიალოგი, რომელიც 2012 წელს დაიწყო. მხარეები ტრადიციულად ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავენ.

რუსეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების სამეულში შედის. გარდა ამისა, სწრაფად იზრდება რუსი ტურისტების რაოდენობა. 2018 წელს ქვეყანას ესტუმრა 1,4 მილიონი რუსეთის მოქალაქე, რაც, 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 23,8%-ით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0