ქართველმა წვევამდელებმა და რეკრუტებმა დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ფიცი დადეს

გამოწერა
საზეიმო ვითარებაში სამხედრო ფიცი 288 რეკრუტმა და 175 წვევამდელმა დადო.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს მასშტაბით, თბილისსა და სხვადასხვა რაიონში წვევამდელებმა და რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს მასშტაბით, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 101 წლის აღსანიშნავად, წვევამდელების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა თბილისში - თავისუფლების მოედანზე, ზუგდიდში – დადიანების სასახლეში, რაჭაში – მრავალძალის მონასტერში, ქართლში – კლდეში ნაკვეთ უძველეს ქალაქ უფლისციხეში, დუშეთში – ანანურის ციხის კომპლექსზე და ყვარელში – გრემის მონასტერში. ფიცი დადო 288 რეკრუტმა და 175 წვევამდელმა.

დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

ევროკავშირის ელჩმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა >>

ცერემონია საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო მისიებში დაღუპულთა ხსოვნის წუთიერი დუმილით დაიწყო.

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის წევრები და თავდაცვის ძალების სარდლობა, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება. საზეიმო ღონისძიებები ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0