საქართველოს პრეზიდენტმა მსჯავრდებულები შეიწყალა

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეწყალება 11 პირს შეეხო

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რვა მსჯავრდებული და სამი პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი შეიწყალა, ნათქვამია პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს აღნიშნავს.

სააღდგომოდ ციხეებს 19 პატიმარი დატოვებს >>

ყველა შეწყალებული მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებს პარასკევს დატოვებს. დანარჩენი სამი შეწყალებული, მათ შორის 1 ქალბატონი, პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან სრულად გათავისუფლდა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილი შეწყალების წესების გამკაცრების მომხრეა

მეხუთე პრეზიდენტმა თანამდებობის დაკავებიდან შეწყალების უფლებით მესამედ ისარგებლა. ახალი 2019 წლის წინ პრეზიდენტმა შეიწყალა სამი, ხოლო აღდგომის წინ - 42 მსჯავრდებული.

შეწყალება მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის პრეროგატივას წარმოადგენს. შეწყალების კანდიდატთა სიას მას გადასცემს შეწყალების სახელმწიფო კომისია ყველა შესული განცხადების შესწავლის შემდეგ.

კანონის მიხედვით, შეწყალების უფლება აქვს პირს, რომელმაც მოიხადა სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარზე მეტი, თუ გასამართლებული იყო ორი ან მეტი მუხლით და მისჯილი ჰქონდა 5 წელზე მეტი, ასევე პირს, რომელმაც მოიხადა ვადის არანაკლებ 1/3, თუ გასამართლებული იყო ერთი მუხლით და მისჯილი ჰქონდა 5 წელზე ნაკლები.

ყველა ახალი ამბავი
0