საქართველო უსაფრთხოდ შეიძლება კიდევ ერთმა ქვეყანამ აღიაროს

© photo: Sputnikბერლინი
ბერლინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ქვეყნების რაოდენობა, რომლებმაც საქართველო უსაფრთხოდ აღიარეს, შეიძლება გაიზარდოს, განაცხადა გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვიცე-პრეზიდენტმა ანდრეა შუმახერმა, ნათქვამია საქართველოს შსს-ს განცხადებაში.

პრემიერმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ჭორებზე  კომენტარი გააკეთა>>

შუმახერი საქართველოში ვიზიტით იმყოფება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ნათია მეზვრიშვილთან მისი შეხვედრისას განიხილეს საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის ტენდენციები და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები. ევროკავშირის ქვეყნებმა, მათ შორის გერმანიამ, არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება საქართველოდან მიგრაციის ზრდის გამო და ხელისუფლებას ზომების მიღებისკენ მოუწოდეს.

© photo: Ministry of Internal Affairs of Georgia / FB გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვიცე-პრეზიდენტი ანდრეა შუმახერი
საქართველო უსაფრთხოდ შეიძლება კიდევ ერთმა ქვეყანამ აღიაროს - Sputnik საქართველო
გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვიცე-პრეზიდენტი ანდრეა შუმახერი

„ანდრეა შუმახერმა ხაზი გაუსვა გერმანიის მიერ საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების კუთხით არსებულ მდგომარეობას. ვიცე-პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება და, ევროკავშირის/შენგენის წევრი 13 ქვეყნის მსგავსად, გერმანიაც აღიარებს საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად", – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ტურისტები თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
ომი არ არის, მიგრაცია კი ანომალიურია – რა მოჰყვება ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმებას

ეს ნიშნავს, რომ გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღების შანსი მინიმუმამდე შემცირდება.

უფრო ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უარყო ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის, შესაძლოა, უვიზო რეჟიმი გააუქმოს.

ამგვარი ხმები ვრცელდება ყოველ ჯერზე, როდესაც ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრებზე საქართველოდან მიგრაციისა და თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობის ზრდის თემას აყენებენ.

საქართველოს მოქალაქეები 2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მთხოვნელთა ათეულში მოხვდნენ. სულ შევიდა დაახლოებით 18 ათასი განაცხადი, ანუ თავშესაფრის თხოვნის მიმართვების საერთო რაოდენობის 3%. ასეთია ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის „ევროსტატის" მონაცემები.

საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში გადაადგილება უვიზოდ 2017 წლის მარტიდან შეუძლიათ. ორი წლის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს 400 ათასზე მეტი მოქალაქე იმყოფებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0