ცესკომ საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა: მიღებულ ხმათა რაოდენობა

გამოწერა
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოში რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებში ყველა საარჩევნო ოლქში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, მეორე ტური მხოლოდ თბილისის მთაწმინდის ოლქში გაიმართება, იუწყება ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელმაც საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.

პარლამენტის დეპუტატის არჩევნები

მთაწმინდის ოლქი, თბილისი

დათვლილია ბიულეტენები 31 უბნიდან, გამოცხადებამ შეადგინა 34,27%.

პარლამენტის წევრის ვაკანტური ადგილისთვის მებრძოლთაგან ვერც ერთმა ვერ შეძლო 50 პროცენტზე მეტი ხმის მიღება.

ლადო კახაძე - „ქართული ოცნება“ — 41%; შალვა შავგულიძე — „ევროპული საქართველო — თავისუფალი დემოკრატები“ — 36,83%.

მერების არჩევნები

მარნეული

ზაურ დარგალი – 78,6%, „ქართული ოცნება“;

აგილ მუსტაფაევი — 11,49%, „ნაციონალური მოძრაობა“.

ზუგდიდი

გეგა შენგელია – 54,18%, „ქართული ოცნება“;

სანდრა რულოვსი — 42,84%, „ნაციონალური მოძრაობა“.

ზესტაფონი

გიორგი გოგლიჩიძე — 50,75%, „ქართული ოცნება“

ბაქარ ხიჯაკაძე — 34,26%, „ნაციონალური მოძრაობა“;

ხულო

ვახტანგ ბერიძე — 70,91%, „ქართული ოცნება“;

ირაკლი ჯორბენაძე — 23,74%, „ნაციონალური მოძრაობა“;

ჭიათურა

გივი მოდებაძე — 64,58%, „ქართული ოცნება“;

ზურაბ კუპატაძე — 17,99%, დამოუკიდებელი კანდიდატი;

საკრებულოს დეპუტატების არჩევნები

საგარეჯო

ზურაბ შინდელაშვილი — 72,4%, „ქართული ოცნება“,

ირაკლი ჯინჭარაძე — 26,71%, „ნაციონალური მოძრაობა“;

ახმეტის მაჟორიტარული ოლქი

როსტომ ალხანაშვილი — 96,49%, „ქართული ოცნება“;

შოთა თავბერიძე — 1%, დამოუკიდებელი კანდიდატი;

ადიგენის მაჟორიტარული ოლქი

გენადი ბოლქვაძე — 93,89%, „ქართული ოცნება“;

გიორგი კოღუაშვილი — 1,61%, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის“;

ზესტაფონის მაჟორიტარული ოლქი

ნუგზარ ფერაძე — 69,71%, „ქართული ოცნება“;

გაგა ლაბაძე — 29,84%, „ნაციონალური მოძრაობა“;

ჭიათურის მაჟორიტარული ოლქი

თეიმურაზ ჭუმბურიძე — 46,82%, „ქართული ოცნება“;

ილიკო ჩიკვილაძე — 27%, „ნაციონალური მოძრაობა“;

წყალტუბოს მაჟორიტარული ოლქი

ომარ სინაურიძე — 78,41%, „ქართული ოცნება“;

ზაურ ქაშიბაძე — 19,72%, „ევროპული საქართველო“;

ოზურგეთის მაჟორიტარული ოლქი

დავით მდინარაძე — 71,75%, „ქართული ოცნება“;

იაკობ ზაქარეიშვილი — 15,85%, „ევროპული საქართველო“.

ყველა ახალი ამბავი
0