არჩილ თალაკვაძე

„სიტუაცია უნდა ადუღდეს" - მმართველმა პარტიამ „ნაციონალების" ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა

221
თალაკვაძემ მედიის წარმომადგენლებს აუდიოჩანაწერი წარუდგინა, რომელშიც ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსის გარემოცვის წევრები - ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობენ, როგორც უნდა „ადუღონ" სამეგრელო და აჭარა.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ყოფილმა მმართველმა პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუსტად იცის, რომ არჩევნებში მარცხდება და არეულობისა და დესტაბილიზაციისთვის ემზადება, განაცხადა ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>

19 მაისს აქართველოს ზოგიერთ რაიონსა და თბილისში ქვეყნის მოსახლეობა მერებსა და დეპუტატებს ირჩევს.

შუალედური არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტსა და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის საკრებულოებში – თითოეულ შემთხვევაში ბრძოლა ერთი დეპუტატის სავარძლისთვის მიდის. პარალელურად იმართება მერების რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.

თალაკვაძემ მედიის წარმომადგენლებს აუდიოჩანაწერი წარუდგინა, სადაც მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსის უახლოესი გარემოცვის წევრები - ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობენ, როგორც უნდა  „ადუღონ" სამეგრელო და აჭარა.

„…გუშინაც და ადრეც არაერთხელ განგვიცხადებია, რომ დამკვირვებელი ორგანიზაციების საფარქვეშ ჩამოყვანილი აგრესიული აქტივისტები არეულობის შესაქმნელად სჭირდებათ. დღეს მიმდინარე პროვოკაციებმა ეს დაადასტურა. მიუხედავად პოლარიზაციისა, „ნაციონალური მოძრაობის" შტაბშიც არიან ადამიანები, რომელთათვისაც მიუღებელია დაპირისპირება და დესტაბილიზაცია. სწორედ ამ ადამიანებმა გამოიტანეს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის" დესტრუქციული გეგმის შესახებ და ჩვენს შტაბს მოაწოდეს „ნაცმოძრაობის" სამუშაო სხდომაზე მათ მიერვე გაკეთებული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობენ, თუ როგორ უნდა აადუღონ ზუგდიდი და აჭარა, მიუხედავად იმისა, მოიგებენ თუ წააგებენ არჩევნებს",- განაცხადა თალაკვაძემ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყების მიზნით, აღნიშნული აუდიოჩანაწერი უკვე გადაეცა შესაბამის ორგანოებს.

„გაფრთხილებთ, არ გაბედოთ არც ერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და არ გადაუხვიოთ კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება", - მიმართა თალაკვაძემ ოპოზიციას.

კობახიძე: „ოპოზიციის მომხრეების მხრიდან დესტრუქციული მოქმედებების საშიშროება არსებობს">>>

პოლიტიკური ექსპერტების აზრით, ძირითადი ბრძოლა წარიმართება ორ მთავარ დაპირისპირებულ ძალას შორის - მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" და ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშიას" შორის, რომელშიც ყოფილი მმართველი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს. ზუგდიდში ერთმანეთს გიორგი შენგელია და სანდრა რულოვსი უპირისპირდებიან.

დღეს გამართულ არჩევნებს აკვირდება 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6,1 ათასზე მეტი დამკვირვებელი და შვიდი საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს კი 45 მედიასაშუალების დაახლოებით 2 ათასი ჟურნალისტი გააშუქებს.

დღეს შუალედური არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტსა და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის საკრებულოებში – თითოეულ შემთხვევაში ბრძოლა ერთი დეპუტატის სავარძლისთვის მიდის. პარალელურად იმართება მერების რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები
© Sputnik / Konstantin Ivanov
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები
221
თემები:
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში (105)
ქართველო სამხედროები

საქართველო ავღანეთიდან მშვიდობისმყოფელებს გამოიყვანს

7
(განახლებულია 10:15 15.04.2021)
ავღანეთიდან ნატოს სამშვიდობო მისიაში მონაწილე სამხედრო ძალების გამოყვანის პროცესი 1 მაისიდან გრაფიკის მიხედვით დაიწყება

 

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოს ავღანეთიდან სამშვიდობო კონტინგენტი, რომელიც ნატოს მისია „მტკიცე მხარდაჭერაში“ მონაწილეობს, გამოჰყავს.

როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებაშია ნათქვამი, ამასთან დაკავშირებით ქართული მხარე ორმხრივ ფორმატში კონსულტაციებს აწარმოებს როგორც ნატოსთან, ისე თავის ძირითად სტრატეგიულ პარტნიორ აშშ–სთან. ქართული ქვედანაყოფის ავღანეთიდან გამოყვანა მათთან კოორდინაციით მოხდება. 

 „საქართველო ავღანეთში სამშვიდობო მისიაში  2004 წლიდანაა ჩართული და ალიანსის არაწევრ–ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი კონტრიბუტორია. ეს ფაქტი მკაფიოდ ცხადყოფს თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას. მთელი ამ წლების განმავლობაში, მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას ათასობით თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე ემსახურებოდა, რომელთაგან 32 დაიღუპა და არაერთი დაიჭრა“, – ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 1999 წლიდან დაწყებული ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა  ნატოს, აშშ-ის და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში არაერთხელ დაამტკიცეს მაღალი პროფესიონალიზმი, თავდადება და საერთო ღირებულებების დაცვისადმი ერთგულება.

თავდაცვის სამინისტრო უდიდეს მადლიერებას გამოხატავს თითოეული სამხედრო მოსამსახურის მიმართ ავღანეთის მისიებში გაწეული სამსახურისთვის და განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას.

ავღანეთიდან სამხედრო ძალების გამოყვანის პროცესი, პარტნიორებთან კოორდინაციით, 1 მაისიდან დაიწყება.

ნატოს არასაომარი სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში იმყოფება 13 ათასი სამხედრო მოსამსახურე, რომელთა ფუნქციებსაც ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და მათთვის კონსულტაციების გაწევა წარმოადგენს.

საქართველოს მხრიდან მისიაში მონაწილეობს 870-ზე მეტი ჯარისკაცი. ისინი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში არიან დისლოცირებული.


7
თემები:
საქართველოს თავდაცვა
ირაკლი კობახიძე

სამწუხაროდ, არასწორი: კობახიძე „განდგომილი“ დეპუტატების შესახებ

17
(განახლებულია 11:37 15.04.2021)
გუშინ, მმართველი პარტიის რიგები ექვსმა დეპუტატმა დატოვა, შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 84 წევრი დარჩა.

 

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ექვსი დეპუტატის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას ეხმაურება და ყოფილი თანაპარტიელების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯს არასწორს უწოდებს. 

გუშინ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგები ექვსმა დეპუტატმა – გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაუშვილმა და შალვა კერესელიძემ – დატოვა. მათი განმარტებით, ისინი ყოფილი პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას გუნდში გადადიან და საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებენ. 

„სამწუხაროა, რაც ჩვენ ვნახეთ. ეს არ იყო სწორი მოქმედება ბევრი მიზეზის, მათ შორის იმის გამო, რომ მანამდე არავითარი საუბარი, კონსულტაცია ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. როდესაც არასწორად იწყებ პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმას, ეს პროცესი არასწორადაც გაგრძელდება. ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება“, - განაცხადა კობახიძემ. 

 

გახარიამ პრემიერის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება 18 თებერვალს გააკეთა, რაც ყველასთვის, პირველ რიგში კი საკუთარი გუნდისთვის დიდი მოულოდნელობა იყო. ექს-პრემიერმა მიზეზად თავის გუნდთან – „ქართულ ოცნებასთან“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე უთანხმოება დაასახელა. მარტის ბოლოს ექს-პრემიერმა ერთთვიანი დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას და მისი სამომავლო გეგმების შესახებ ცნობილი მალე გახდება.

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ფავორიტად და მინისტრთა კაბინეტში ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა.

გახარიას მთავრობის მეთაურის პოსტი 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე ეკავა.

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევაში (2–26 თებერვალი) პოპულარული ადამიანების რეიტინგში გახარიამ მეორე ადგილი დაიკავა – მის მიმართ სიმპათიითაა განწყობილი მოსახლეობის 65%. პირველ ადგილზეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი 89%-ით, ხოლო მესამეზეა თბილისის მერი კახა კალაძე 54%-ით.

 

17
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
მანიკა ასათიანი

„12 კილო დავიკელი...“ - მანიკა ასათიანი საოცარ ფორმაშია - ვიდეო

0
(განახლებულია 12:23 15.04.2021)
უმშვენიერეს მოდელსა და ტელეწამყვანს მანიკა ასათიანს აღმოჩნდა, რომ ვარჯიში ცხოვრების წესად ექცა. ნახეთ როგორ დაიკლო ზედმეტი კილოგრამები

ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ ვიდეოს აქვეყნებს და „ფოლოუერს“ პასუხობს როგორ დაიკლო ზედმეტი კილოგრამები. აღმოჩნდა, რომ გასული მაისის შემდეგ, მანიკამ 12 კილოგრამამდე დაიკლო და ეს ჯანსაღი კვებით და ვარჯიშით შეძლო.

მოდელი არაჩვეულებრივად გამოიყურება და ამბობს, რომ პანდემიისას ძალიან მოიმატა და სწორედ ამის გამო დასჭირდა მას ძალების მობილიზება ზედმეტ კილოგრამებთან საბრძოლველად.

მოდელის სავიზიტო ბარათი გამორჩეული გარეგნობაა. წითური თმა, ულამაზესი ღიმილი, თვალ-წარბი, სიმაღლე – მანიკა ასათიანის გარეგნობაში ყველაფერია, რაც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს. გარდა ამისა, მისი მეგობრული ოჯახი ბევრისთვის მისაბაძია.

მანიკა – მოდელი, ხოლო მისი მეუღლე ბექა წივწივაძე კალათბურთელია. მანიკა 17 წლის იყო, როდესაც მომავალი ქმარი გაიცნო და მალე დაოჯახდნენ. 19 წლის დაფეხმძიმდა და ვაჟი – გიორგი გააჩინა.

0
თემები:
ქართველი სელებრითები