აბაშიძის და კარასინის შეხვედრა ივლისში შედგება

© photo: Sputnik / Stringerზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბ აბაშიძემ პრაღაში გრიგორი კარასინთან მორიგი შეხვედრის თემებზე ისაუბრა

თბილისი, 18 მაისი  - Sputnik. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში ივლისში შედგება.

აბაშიძემ რუსეთ-საქართველოს პირდაპირი დიალოგის მოწინააღმდეგეებს პასუხი გასცა >>

„შეხვედრა სავარაუდოდ ივლისის მეორე ნახევარში გაიმართება. პრინციპში, განსახილველი საკითხები ცნობილია. დღის წესრიგშია სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, სატრანსპორტო კომუნიკაციები და ჰუმანიტარული საკითხები“, - განუცხადა აბაშიძემ „Sputnik-საქართველოს“.

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი აბაშიძისა და ივანიშვილის შეხვედრის გამო ატეხილი აჟიოტაჟით დაინტერესდა

მომგებიანი გეოგრაფიული მდებარეობით საქართველო ევროპასა და აზიას შორის მთავარი ჰაბის სტატუსზე აცხადებს პრეტენზიას. ამასთან დაკავშირებით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

საქართველოს ხელისუფლება რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზას არ ტოვებს უყურადღებოდ. მეტეოროლოგიური პირობები, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალზე პრობლემებს ხშირად ქმნის. გზის გაწმენდას ან მოძრაობის აკრძალვის მოხსნას, რომელიც ზვავსაშიშროებისა ან მეწყერსაშიშროების გამო წესდება, მძღოლები ხშირად რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდებიან.

კარასინი: საუბარი რუსეთისა და საქართველოს ლიდერების შეხვედრაზე ნაადრევია >>

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალი რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა, მათ შორის სომხეთისთვის, რომელსაც რუსეთთან საერთო საზღვარი არ გააჩნია.

„ახლა ამ საკითხების გადასაწყვეტად გარკვეული ნაბიჯები იდგმება. ქართული მხრიდან ყაზბეგის რაიონში ხორციელდება დიდი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 9-კილომეტრიანი გვირაბის, ახალი ხიდების  მშენებლობას, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას“, - აღნიშნა აბაშიძემ.

მრავალკილომეტრიანი გვირაბის გაყვანა ჯვრის უღელტეხილის ქვეშ - სოფელ წკერედან სოფელ კობამდე - 2018 წლის ბოლოს დაიწყეს. მშენებლობა 2022 წელს დასრულდება. ეს გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი იქნება. სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს.

Саломе Зурабишвили - Sputnik საქართველო
„ტერორისტების ყურადღებას მივიქცევთ“ – ზურაბიშვილი აშშ-ის ბაზის განთავსების საფრთხეებზე

რუსეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების სამეულში შედის. გარდა ამისა, სწრაფად იზრდება რუსი ტურისტების რაოდენობა. 2018 წელს ქვეყანას ესტუმრა 1,4 მილიონი რუსეთის მოქალაქე, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 23,8%-ით მეტია.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა.

„არის გარკვეული პროგრესი" - შვეიცარიის ელჩი საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებზე >>>

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტები ხორციელდება მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

პრაღის მოლაპარაკებები - ეს არის ქვეყნებს შორის არაფორმალური დიალოგი, რომელიც 2012 წელს დაიწყო. მხარეები ტრადიციულად ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავენ.

ყველა ახალი ამბავი
0