მამუკა ბახტაძემ მოსახლეობა არჩევნების წინ გააფრთხილა

© photo: Government of Georgia / FBმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავის უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა საქართველოში არსებული დემოკრატიის მაღალ ხარისხს ჩრდილი მიაყენოს

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება 19 მაისს ქვეყანაში უზრუნველყოფს თავისუფალი და დემოკრატიული შუალედური და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძემ.

შუალედური და რიგგარეშე არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარება: გახარიამ ბრძანება გამოსცა >>

ასეთი კომენტარი გააკეთა პრემიერმა ზუგდიდში ბოტანიკურ ბაღში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით, სადაც რაიონის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის წინასაარჩევნო ვიდეორგოლს იღებდნენ. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე კენჭს იყრის ოპოზიციური გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია“.

გადაღების დროს ოპოზიციონერებს მიუახლოვდა რამდენიმე ადამიანი და მათ შეურაცხყოფის მიყენება დაუწყო, რის შემდეგ ჩხუბი მოხდა. მოგვიანებით ერთ-ერთი მათგანი ოპერატორის ცემის ბრალდებით დააკავეს.

„ჩვენ უზრუნველვყოფთ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ისე, როგორც ამას ვაკეთებდით ყოველთვის, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია“, - განაცხადა ბახტაძემ.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური - Sputnik საქართველო
საინტერესო დეტალები 19 მაისის არჩევნებზე: ზუგდიდის მერობის მთავარი პრეტენდენტები

ამასთან მან გააფრთხილა ყველა, რომ დარღვევას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოყვება.

„რა თქმა უნდა, სხვადასხვა პროვოკატორებს არ უნდა მივცეთ საშუალება, ჩრდილი მიაყენონ ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს – დემოკრატიის ძალიან მაღალ ხარისხს. ბუნებრივია, თუ ვინმე კანონს დაარღვევს, მასზე რეაგირება იქნება შესაბამისი და ძალიან მკაცრი“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოში კვირას შუალედური საპარლამენტო და საკრებულოს არჩევნები ჩატარდება საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ოზურგეთში, ჭიათურაში, ტყიბულსა და ზესტაფონში. ამასთან ერთად მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.

ყველა ახალი ამბავი
0