2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური

საინტერესო დეტალები 19 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე: მთავარი კონკურენტები

63
მთაწმინდის რაიონიდან პარლამენტის დეპუტატის სავარძლისთვის 20 კანდიდატი იბრძვის

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. თბილისში მთაწმინდის რაიონის მცხოვრებლები კვირას შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე მიდიან - მათ ერთი მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიონ.

შუალედური და რიგგარეშე არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარება: გახარიამ ბრძანება გამოსცა >>

პარლამენტის დეპუტატის ადგილი მთაწმინდის რაიონიდან ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2016 წელს არჩეული სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

მთაწმინდაზე დაახლოებით 44 ათასი ამომრჩეველია. მათთვის 31 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

მთაწმინდელებს დიდი არჩევანი აქვთ - დაწყებული გაქანებული ლიბერალით, გერმან საბოთი და ქვეყნის ყველაზე ორიგინალური პარტიით „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“, დამთავრებული კობა დავითაშვილით, რომელსაც კონსერვატიული მოძრაობა „ქართული მარში“ უჭერს მხარს.

მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატის სავარძლისთვის 20 ადამიანი იბრძვის, პოლიტოლოგების თვალსაზრისით, რეალური კონკურენტი სულ ორია. მთავარი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ კანდიდატებს - ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის.

ლადო კახაძე - ცნობილი ექიმი და თბილისის საპატიო მოქალაქეა.

Врач Ладо Кахадзе
ექიმი ლადო კახაძე

კახაძისთვის ეს პარლამენტში მოხვედრის მეორე მცდელობაა. 2016 წელს ის კენჭს იყრიდა მთაწმინდაზე პაატა ბურჭულაძის პარტიიდან „სახელმწიფო ხალხისათვის“ და ხმების მხოლოდ 2,65% მიიღო.

ხოლო „ევროპული საქართველო“ საზოგადოებისთვის მოულოდნელად გაერთიანდა პარტიასთან „თავისუფალი დემოკრატები“, რომელიც 2012-2014 წლებში ამჟამინდელ მმართველ პარტიასთან კოალიციაში იყო. შექმნილმა გაერთიანებამ კანდიდატად „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულიძე წარადგინა.

Шалва Шавгулидзе
შალვა შავგულიძე

შავგულიძე საკმაოდ სიმბოლური ფიგურაა. ის ადვოკატია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სისხლის სამართლის საქმე - სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე მიჰყავდა. ამ მკვლელობამ და გამოძიების ხარისხმა იმჟამინდელი მმართველი პარტიის რეპუტაცია სერიოზულად შეარყია.

ახლა კი შავგულიძემ, რომელიც წლების განმავლობაში საკუთარ თავს პოზიციონირებდა მებრძოლად სააკაშვილის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, შევიდა კოალიციაში „ევროპულ საქართველოსთან“, რომელიც 2017 წელს „ნაცმოძრაობის“ ყოფილმა წარმომადგენლებმა შექმნეს.

63
თემები:
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საქართველოში (80)