პრემიერმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ჭორებზე  კომენტარი გააკეთა

© photo: Sputnik / Alexander Vilf / გადასვლა მედიაბანკშიიტალია
იტალია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამუკა ბახტაძემ მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები არ დაარღვიონ

თბილისი, 11 მაისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უარყო მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შეიძლება გააუქმოს.

ომი არ არის, მიგრაცია კი ანომალიურია – რა მოჰყვება ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმებას >>

მსგავსი ხმები ჩნდება ყოველ ჯერზე, როდესაც ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრებზე საქართველოდან გაზრდილი მიგრაციის და თავშესაფრის მაძიებელთა თემას ეხებიან. საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში 2017 წლის მარტიდან უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ.

„კიდევ ერთხელ მსურს ყველა დავარწმუნო, რომ საუბრები იმაზე, რომ საქართველოს შეიძლება ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს, არის სრულიად საფუძველს მოკლებული”, - განაცხადა პრემიერმა.

საფრანგეთის საელჩოს ავტომობილი - Sputnik საქართველო
დეპორტაცია! საფრანგეთის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

ამასთან მან მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს ამ მიღწევას პასუხისმგებლობით მოეკიდონ და ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები არ დაარღვიონ.

საქართველოს ხელისუფლებამ არალეგალური მიგრაციის აღკვეთის მიზნით გარკვეული ზომები უკვე მიიღო. უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევების მიმართ კანონმდებლობა გაამკაცრა. ამიერიდან ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.

გარდა ამისა, პარლამენტი მუშაობს იმაზე, რომ სხვა ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების უკანონო ყოფნის ხელშეწყობა ფინანსური ან მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება გახდეს.

სპეცოპერაცია ბარსელონაში - ქართველი არალეგალები მოსალოდნელ შედეგებზე გააფრთხილეს? >>

საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტების განხორციელების უფლება აქვთ. ევროკავშირის ქვეყნებში სამუშაო და სასწავლო მიზნით გამგზავრებისათვის ისევ საჭიროა ვიზის აღება.

ყველა ახალი ამბავი
0