პრემიერი ბახტაძე ვიზიტით ყახაზეთს ეწვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამუკა ბახტაძე ნურსულთანის ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

 

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე 15–16 მაისს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს ეწვევა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვედრას გამართავს ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ–ჟომარტ ტოკაევთან, პრემიერ–მინისტრ ასკარ მამინომთან და სენატის თავმჯდომარე დარიგ ნაზარბაევთან.

ბახტაძემ ყაზახეთის ახალ პრეზიდენტს მიულოცა>>>

გარდა ამისა, მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკური ფორუმის გახსნაში.

 „ყაზახეთი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეგობარი ქვეყანაა. ჩვენ გვექნება ახალი ინიციატივები, ჩვენ ძალიან ბევრ საკითხს განვიხილავთ, რომლებიც ეხება პოლიტიკურ, სავაჭრო–ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოჯისტიკურ სექტორებს, ასევე ურთიერთობას ჰუმანიტარულ სფეროში“, – განაცხადა ბახტაძემ ბრიფინგზე.

საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლიდან მიმდინარეობს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის სფეროში. ყაზახეთი მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი იყო. ეს შუააზიური ქვეყანა კაპიტალს აბანდებდა ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროში. ქვეყნებს შორის 2019 წლის პირველ კვარტალში სავაჭრო ბრუნვამ 27 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა. 

კასიმ-ჟომარტ ტოკაევი - Sputnik საქართველო
ყაზახეთის ახალი პრეზიდენტი ასტანისთვის ნურსულთანის დარქმევას ითხოვს

16 მაისს ნურსულთანში ასტანის XII საერთაშორისო ფორუმი იხსნება. ორი დღის განმავლობაში ყახაზეთის დედაქალაქში ლიდერები და მოწინავე საერთაშორისო ექსპერტები მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვანი პრობლემებისა და მათი გადაჭრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავების საკითხებზე იმსჯელებენ.

ფორუმის დღის წესრიგი ითვალისწინებს მსოფლიო ეკონომიკის საკვანძო საკითხების, მრეწველობისა და ტექნოლოგიის ახალი დარგების განვითარების საკითხების, ასევე ყაზახეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების წინაშე გლობალური გამოწვევების საკითხების განხილვას.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს 100 ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი სტუმარი.

ყველა ახალი ამბავი
0