„ვარ თუ არა კმაყოფილი? არა" – კალაძე სასამართლოების შესახებ

© photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერმა სასამართლო სისტემის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრა.

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ სურს ქვეყანაში უკეთესი სასამართლო იხილოს.

საქართველოს სასამართლოების შესახებ სკანდალური კანონპროექტი ძალაში შევიდა>>>

„თქვენ თუ ახლა მე შემეკითხებით, ვარ თუ არა კმაყოფილი დღევანდელი სასამართლოთი, რა თქმა უნდა, გეტყვით, რომ არა, რადგან მინდა უკეთესი. მინდა ხვალინდელი საქართველო იყოს უკეთესი, ეკონომიკური განვითარება იყოს მაღალი და სოციალური მდგომარეობა გამოსწორებული", – განაცხადა კახა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

როგორც მან აღნიშნა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლო რეფორმა მალევე დაიწყო.

ყველაზე მტკივნეული რეფორმის „მეოთხე ტალღა" აღმოჩნდა – გაღვივებული სკანდალის ფონზე მმართველი პარტია დატოვა ავტორიტეტულმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ და „ძველი გვარდიის" კიდევ რამდენიმე წარმომადგენელმა.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი ჩავარდა – უმრავლესობამ სიტყვა შეასრულა

სასამართლო სკანდალი მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2018 წლის დეკემბერში პარლამენტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სია წარედგინა. სიაში შეტანილი იყო იმ მოსამართლეთა გვარები, რომელთაც წინა ხელისუფლების დროს მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში ადანაშაულებდნენ.

საბოლოოდ მიღებული იქნა სიის გამოწვევისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის მკაფიო კრიტერიუმების შემუშავების გადაწყვეტილება, რათა მოსახლეობას დანიშნული მოსამართლეების ობიექტურობაში ეჭვი არ შეეტანა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში „ქართული ოცნების" მიერ შემუშავებულ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს მმართველი პარტიის ყოფილმა წევრებმა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ოპონენტებმა ხელისუფლება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების იგნორირებაში დაადანაშაულეს.

როგორც „ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, ვენეციის კომისიის ყველა ძირითადი რეკომენდაცია გაითვალისწინეს, ხოლო რაც შეეხება ყოფილ მმართველ პარტიას, იგი ცდილობს სასამართლოში კოლაფსი გამოიწვიოს, რამდენადაც სასამართლოს გაკონტროლება უკვე აღარ შეუძლია.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
ევროპაც კი „გავაოცეთ" – ირაკლი კობახიძის პასუხი აშშ-ის ელჩის კრიტიკაზე

საპარლამენტო უმრავლესობა ამტკიცებს, რომ მან მხოლოდ ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა.

დღეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების ნაკლებობაა – 28 მოსამართლის ადგილიდან მხოლოდ 10-ია შევსებული.

საქართველოს პარლამენტმა 1 მაისს დაამტკიცა შესწორებები კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ", რომელიც ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებს ეხება. ამიერიდან კანდიდატების შერჩევა ოთხ ეტაპად მოხდება, ვიდრე სია პარლამენტს წარედგინება.

 

ყველა ახალი ამბავი
0