„ტერორისტების ყურადღებას მივიქცევთ“ – ზურაბიშვილი აშშ-ის ბაზის განთავსების საფრთხეებზე

© photo: courtesy of Administration of the President of GeorgiaСаломе Зурабишвили
Саломе Зурабишвили - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ამერიკული ბაზის საქართველოში განთავსებას ნეგატიური შედეგები მოჰყვება.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიზანშეუწონლად მიიჩნევს საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსებას, რადგან ეს, შესაძლოა, შეფასდეს, როგორც პროვოკაცია, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2 პრეზიდენტის „ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუზე დაყრდნობით.

ზურაბიშვილს ჟენევის დისკუსიების ფორმატის განახლება მნიშვნელოვნად მიაჩნია>>

ინტერვიუში ზურაბიშვილი საუბრობს საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ სიტუაციაზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე. მან აღნიშნა, რომ მსოფლიო არენაზე შავი ზღვის სტრატეგიული როლი გაიზარდა.

„არა მგონია, რომ ეს რეკომენდებული იყოს. არ არის საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული. ამასთან, არ მგონია, აშშ აქ სამხედრო ბაზის განთავსებისთვის მზად იყოს. ეს ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ტერორისტული მოძრაობების, რომლებიც ჩვენ რეგიონში საკმაოდ აქტიური არიან", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
„ზურაბიშვილს გამოუვა“ — ექსპერტებს რუსეთთან დიალოგის დაწყების იმედი აქვთ

საქართველო და აშშ სტრატეგიული პარტნიორები არიან. 2016 წელს ქვეყნებმა გააფორმეს „თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის გაღრმავების შესახებ" მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში შეერთებულმა შტატებმა საქართველოში გერმანიის „ჰოჰენფელსის" ბაზის ანალოგიური საბრძოლო მომზადების ცენტრი ააშენა. გარდა ამისა, საქართველომ აშშ-ს ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ერთობლივი განვითარება შესთავაზა.

ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში ვაზიანში რუსული სამხედრო ბაზა იყო განთავსებული. მოლაპარაკებებს რუსეთთან ამ ბაზების გაყვანის შესახებ 2005-2006 წლებში სწორედ ზურაბიშვილი აწარმოებდა, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

რუსეთმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ამის თაობაზე და გააფრთხილა ქვეყანა საქართველოსა და აშშ-ის, განსაკუთრებით, ნატოსთან დაახლოების გამო უარყოფით შედეგებთან დაკავშირებით. შეშფოთების საფუძველი ხდება ყოველ ჯერზე საქართველოსა და ალიანსის წევრი ქვეყნების ერთობლივი სამხედრო წვრთნები. რუსეთი სისტემატურად აფრთხილებს საქართველოს, რომ ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში რუსეთი რეაქციას არ დააყოვნებს.

ყველა ახალი ამბავი
0