კიბერშეტევა თუ შეცდომა: როგორ გაჩნდა ზურაბიშვილის Twitter-ზე ტრამპის პოსტი

© Sputnik / Ekaterina Mikaridzeპრეზიდენტის სასახლის ეზო
პრეზიდენტის სასახლის ეზო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამორიცხული არაა, რომ ბოროტმოქმედებმა საქართველოს პრეზიდენტის აკაუნტზე წვდომა Twitter-ში მისი ადმინისტრაციის თანამშრომლის აკაუნტის გატეხით მიიღეს.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიბერშეტევის ობიექტი პირველად არ გამხდარა, განაცხადა სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა Twitter-ის მიკრობლოგში რეპოსტის გამო სკანდალზე კომენტარისას.

გუშინ სალომე ზურაბიშვილის გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოსტის „რეტვიტი" გამოჩნდა, რომელშიც ტრამპი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კონკურენტ ჯო ბაიდენს ირონიულად მოიხსენიებს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ტექნიკური შეცდომა მოხდა და ზურაბიშვილს არ გაუვრცელებია ტრამპის პოსტი.

სკანდალი პრეზიდენტ ზურაბიშვილის გვერდზე „რეტვიტის" გამო>>

„უკვე არაერთხელ განვაცხადე, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გადაცდომას. შეცდომას, რომელიც დაუშვა სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა, თუმცა ეს იყო პირველადი შეფასება. ამ დროისთვის, სხვადასხვა ფაქტის გაანალიზებით, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ასევე კიბერთავდასხმის გამორიცხვაც. ვფიქრობთ, საჭიროა საკითხის მოკვლევა", – განაცხადა მოისწრაფიშვილმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, სოციალური ქსელების მართვის მენეჯერი „ძალიან განიცდის" მომხდარს.

„სხვათა შორის, შეიძლება ეს არც არის პირველი ფაქტი. რამდენიმე დღის წინ კიბერშეტევა განხორციელდა ერთ-ერთი თანამშრომლის ერთ-ერთ სოციალურ ანგარიშზე და იმ ფაქტთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს მოკვლევა", – აღნიშნა მოისწრაფიშვილმა.

Саломе Зурабишвили осматривает новую резиденцию президента Грузии - Sputnik საქართველო
„კასპერსკის ლაბორატორია“ არ გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილს Twitter-ი გაუტეხეს

იმას, რომ Twitter-ის მიკრობლოგში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აკაუნტის გატეხა ჰაკერებს შეეძლოთ, არ გამორიცხავს რუსული კვლევითი ცენტრი „კასპერსკის ლაბორატორიის" ხელმძღვანელი იური ნამესტნიკოვი.

მისი თქმით, თავდამსხმელები ხშირად იყენებენ ავტომატურ პროგრამებსა და ალგორითმებს, რაც შესაძლებლობას აძლევთ განსაზღვრონ დაუცველობა და ადამიანის მონაწილეობის გარეშე აკაუნტზე წვდომა მიიღონ, რომელიც, საბოლოოდ, ყველა დანარჩენი სერვისის გასაღებია.

სახელმწიფო მოღვაწეებისა და კომპანიების ოფიციალური აკაუნტების შემთხვევაში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მათზე წვდომა მთელ რიგ ადამიანებს აქვთ – პრეს-სამსახურის თანამშრომლებს, თანაშემწეებს და ა.შ. შესაბამისად, თავდამსხმელებს შეუძლიათ აკაუნტის მართვა, თუ წვდომა ექნებათ ერთ-ერთ იმ ხელსაწყოზე, საიდანაც იგი იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0