თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახური არ გამორიცხავს სოციალურ ქსელ Twitter-ში სახელმწიფოს მეთაურის პირად აკაუნტზე კიბერ-შეტევის შესაძლებლობას, განუცხადა „Sputnik–საქართველოს" პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გვერდიდან შემთხვევით გაზიარებული პოსტი ზურაბიშვილის გვერდზე ერთ საათზე მეტ ხანს „ეკიდა", რის შემდეგაც წაიშალა. თუმცა, ზოგიერთ მედიასაშუალებას ეს დრო ეყო იმისთვის, რომ აქედან საერთაშორისო სკანდალი აეგორებინა.
Sleepy Joe Biden is having his first rally in the Great State of Pennsylvania. He obviously doesn’t know that Pennsylvania is having one of the best economic years in its history, with lowest unemployment EVER, a now thriving Steel Industry (that was dead) & great future!........
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) 29 апреля 2019 г.
ყოველთვის საკუთარ თავში თავდაჯერებულმა და სკანდალების ერთგვარად მოყვარულმა ტრამპმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კონკურენტის ჯო ბაიდენის პირველი გამოსვლა პენსილვანიის შტატში მისთვის დამახასიათებელი მანერით შეაფასა. ტრამპი Twitter-ზე რამდენიმე პოსტში საკუთარ მოწინააღმდეგეს „მძინარე ჯოს" უწოდებს.
„მძინარე ჯო საკუთარ პირველ შეხვედრას ატარებს დიდ შტატში – პენსილვანიაში. რა თქმა უნდა, მან არ იცის, რომ ახლა პენსილვანიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელია მის ისტორიაში – უმუშევრობის დაბალი მაჩვენებლით, სპილენძის მრეწველობის აყვავებით და დიდი მომავლით", – აშშ-ის პრეზიდენტის აღნიშნული პოსტი ზურაბიშვილის გვერდზე დაახლოებით ერთი საათი ჩანდა, ამ დროისთვის კი იგი უკვე წაშლილია.
რატომ შეუქმნა პრეზიდენტს „უხერხულობა“ ვენეციის კომისიის რეკომენდაციამ>>>
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილს არ გაუზიარებია ტრამპის პოსტი.
„ტექნიკური შეცდომა იყო. ჩვენი პირველადი ინფორმაციით, პოსტი სოციალური მედიის მენეჯერმა გამოაქვეყნა, თუმცა არსებობს ვერსია, რომ აქ შეიძლება იყოს კიბერ-თავდასხმა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ საგამოძიებო სამსახურებისთვის მიმართვას ვაპირებთ", – განაცხადა „Sputnik საქართველოსთან" მოისწრაფიშვილმა.
ჯო ბაიდენი, რომელსაც 2009-2017 წლებში ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში სახელმწიფოს მეორე პირის პოსტი ეკავა, დემოკრატიული პარტიიდან ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კანდიდატად ითვლება მათ შორის, ვისაც 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია.