ევროპაც კი „გავაოცეთ" – ირაკლი კობახიძის პასუხი აშშ-ის ელჩის კრიტიკაზე

© photo: Sputnikირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველმა პარტიამ მოსამართლეების შერჩევის უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურა შეიმუშავა.

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრას ეხება, ევროპაშიც კი არ გააჩნია ანალოგი.

სასამართლო რეფორმის ბედი: საქართველოში ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდებიან>>>

გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესწორებები მეორე მოსმენით მიიღეს. მესამე მოსმენაზე მხოლოდ ტექნიკური შესწორებების შეტანაა შესაძლებელი.

„ჩვენ გავწერეთ კანონპროექტი, რომელიც საერთო ინტერესებს ეყრდნობა. საერთო ინტერესი კი, რა თქმა უნდა, უზენაესი სასამართლოსთვის მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი ადამიანების შერჩევაა. და ეს კანონპროექტი ადგენს უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურას, რომელსაც ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაშიც კი არ აქვს ანალოგი. ნებისმიერს შეუძლია გადაამოწმოს ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების კანონმდებლობა, პრაქტიკა და გამოცდილება. არსად ამის მეათედიც კი არ არის გაწერილი", – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

აქედან გამომდინარე, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პროცესის შეჩერების არავითარი საფუძველი არ არსებობს.

„პირიქით, ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი მოტივაცია, რომ საბოლოოდ მივიღოთ ეს კანონი, რათა პროცესი სწრაფად დაიწყოს. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული კანონპროექტი იძლევა მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეების შერჩევის არა მარტო საშუალებას, არამედ გარანტიასაც", – აღნიშნა კობახიძემ.

Фемида - богиня правосудия - Sputnik საქართველო
რას მალავს სასამართლო „კლანონმდებლობა" და რატომ „გადააგდო" პარლამენტმა ვენეციის კომისია

ასეთი კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის როს უილსონის განცხადებაზე. უილსონმა სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშრებით, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად გათვალისწინებული არ იქნა.

„აშშ მხარს უჭერს საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარებას. ჩვენთვის ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული, რადგანაც იგი უზრუნველყოფს მოსახლეობის ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. როგორც ცნობილია, ჩვენ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დროს მიიღეს, ცოტა არ იყოს, გულდაწყვეტილი ვართ, რადგან არ მოხდა ადეკვატურად და სრულად იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც ევროკავშირმა, ევროსაბჭომ, ეუთომ და ვენეციის კომისიამ გასცა ამ მიმართულებით", – განაცხადა უილსონმა ჟურნალისტებთან.

ამასთანავე ამერიკელმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ "ამ საკითხებს მომავალში მიაქცევენ ყურადღებას".

„აუცილებელია პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ, პარლამენტმა შეასრულოს თავისი კრიტიკული როლი ამ პროცესში და უზენაეს სასამართლოში მივიღოთ ის მოსამართლეები, ვისაც ექნება საჯარო და მაღალი ნდობა", – განაცხადა როს უილსონმა.

მეორე მოსმენისთვის ძალაში დარჩა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევის ხუთივე ეტაპი, რომელიც პარლამენტმა ვენეციის კომისიის დასკვნამდე მიიღო. შეიცვალა მხოლოდ ზოგიერთი კრიტერიუმი და ვადა.

ადრე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების არჩევის ფარული კენჭისყრის გაუქმებასთან დაკავშირებით „უხერხულობას" ქმნის, რადგანაც 2014 წელს სწორედ ფარული კენჭისყრა იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია.

მზადაა თუ არა „ქართული ოცნება“, სასამართლოებს სრული თავისუფლება მისცეს?>>>

რაც შეეხება ვენეციის კომისიის მოსაზრებას, რომელიც ეხება დასანიშნი მოსამართლეების ნაწილის გამწესებას თანამდებობებზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში, პრეზიდენტის აზრით, ეს უფრო პოლიტიკური მოსაზრებაა, ვიდრე სამართლებრივი.

თემიდა - Sputnik საქართველო
საქართველოში „სასამართლო სკანდალი“ სრულდება? – ვენეციის კომისიის ხმაურიანი დასკვნა

მმართველმა პარტიამ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობის პრეტენდენტებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდების გაუქმებას ეხებოდა.

გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის წევრები, რომელთაც უზენაეს სასამართლოში სურთ მუშაობა, კანდიდატების შერჩევაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

ხელისუფლებამ ნაწილობრივ გაითვალისწინა აგრეთვე ოპოზიციის შენიშვნებიც – შერჩევის კრიტერიუმები შეავსო და დახვეწა ფორმულირება.

ვენეციის კომისია, ოფიციალურად – „ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად" არის საკონსტიტუციო სამართლის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ორგანო, რომელიც 1990 წელს ევროპის საბჭოსთან შეიქმნა. კომისია საკონსტიტუციო სამართალთან დაკავშირებულ კანონებს აანალიზებს.

ყველა ახალი ამბავი
0