საქართველოს პრემიერმა პანკისის მოსახლეობას მიმართა

© Sputnik / Alexander Imedashviliმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის მეთაურის აზრით, პანკისში პოლიციელებმა პროფესიონალიზმისა და თავშეკავების მაღალი დონის დემონსტრირება მოახდინეს

თბილისი, 22 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პანკისის ხეობის მოსახლეობას მიმართა და პირობა მისცა, რომ მათი მოსაზრება ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნება.

ვითარება პანკისის ხეობაში 21 აპრილს გამწვავდა, როდესაც ალაზნისპირას „სამყურისწყალი 2“ ჰესის მშენებლობა დაიწყო, რამაც ადგილობრივ მცხოვრებთა მასშტაბური პროტესტი გამოიწვია. ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის, რომელსაც სამშენებლო სამუშაოებისა და პერსონალის უსაფრთხოება უნდა დაეცვა, შეტაკება მოხდა. მოსახლეობამ პოლიციას ქვები და ხელკეტები დაუშინა, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ზურაბიშვილი: ჰესის მშენებლობის დასაწყებად საჭიროა სრულყოფილი გეოლოგიური კვლევა >>

„განსაკუთრებული პატივისცემით მსურს პანკისის ხეობაში მცხოვრებლებს მივმართო. ჩვენ არასდროს არც ერთ რეგიონში, დასახლებულ პუნქტში თუ სოფელში არ განგვიხორციელებია არცერთი პროექტი ისე, რომ არ ყოფილიყო კონსულტაციები და დიალოგი მოქალაქეებთან, ეს არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა. იცით, რომ ეს დიალოგი გრძელდება“, - აღნიშნა ბახტაძემ პირველი არხის ეთერში.

მისი თქმით, საქართველომ უნდა დაძლიოს სიღარიბე, სიღარიბესთან ბრძოლა კი ეკონომიკის განვითარებითაა შესაძლებელი.

პოლიცია პანკისში - Sputnik საქართველო
რატომ აღმოჩნდა პოლიცია პანკისის ხეობაში?

„ეკონომიკის განვითარებისთვის საჭიროა დამატებითი ენერგია. ელექტროენერგიის დამატებით სიმძლავრის მშენებლობის გარეშე შეუძლებელია, ჩვენ გავუმკლავდეთ გამოწვევებს, რაც გვაქვს ეკონომიკაში. ჩვენ მივისწრაფვით ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ, რომ მივუახლოვოთ ის ევროპულ დონეს“, - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ძალოვანებს, რომლებმაც, ბახტაძის სიტყვებით, კიდევ ერთხელ გამოამჟღავნეს პროფესიონალიზმის უაღრესად მაღალი დონე და თავშეკავება.

„ჩემი აზრით, თავშეკავება ეს არის ძალიან მაღალი პროფესიონალიზმის ინდიკატორი... აგრესია სამართალდამცველებზე სრულიად მიუღებელია. აქედან გამომდინარე, კანონის პასუხიც ადეკვატური იქნება“, - დასძინა პრემიერმა.

© video : Ruptly Панкисские страсти: жители против ГЭС - как это было
საქართველოს პრემიერმა პანკისის მოსახლეობას მიმართა - Sputnik საქართველო
Панкисские страсти: жители против ГЭС - как это было

იმის მიუხედავად, რომ ჰესი მხოლოდ 5,4 მეგავატი სიმძლავრისაა, მოსახლეობა შიშობს, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლისთვისაც მდინარის ნაწილს მილებში მოაქცევენ, სოფელს უწყლოდ დატოვებს და გარემოს იმდენად დააზიანებს, რომ მათ სახლებიდან წასვლა მოუწევთ.

„დაისჯება თითოეული": პანკისის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა >>

ამასობაში კომპანიებმა „ალაზანი ენერჯიმ“ და „ფერმა“, რომლებიც ჰესებს აშენებენ, გაავრცელეს განცხადება, რომლის თანახმადაც, ახალი ჰიდროელექტროსადგური გარემოზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს. ამასთან, ისინი საკუთარ თავზე იღებენ წყალმომარაგებასთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარებას, თუ ასეთი წარმოიქმნება.

მინისტრებისა და უხუცესების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ჰესის მშენებლობა არ განახლდება, ვიდრე მოსახლეობის 90% არ იქნება თანახმა.

ყველა ახალი ამბავი
0