ვის შეხვდება და რა საკითხებს განიხილავს საქართველოს პრემიერი ბულგარეთში

© photo: Government of Georgia / FBმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბულგარეთამდე საქართველოს მთავრობის მეთაური რუმინეთს სტუმრობდა.

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბულგარეთში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს დაიწყებს, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველო და რუმინეთი, შესაძლოა, სტრატეგიული პარტნიორები გახდებიან>>>

საქართველოს მთავრობის მეთაური ბულგარეთში გუშინ ჩავიდა რუმინეთიდან, სადაც შეხვედრა გამართა რუმინელ კოლეგასთან ვასილიკა ვიორიკა დენჩილესთან. 

ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
ბულგარეთმა გაწყვიტა შეთანხმება საქართველოსთან და სომხეთთან ტვირთების გადაზიდვის შესახებ

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მამუკა ბახტაძეს დღეს ბულგარელი კოლეგა ბოიკო ბორისოვი უმასპინძლებს. დაგეგმილია მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მასმედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

უწყების ცნობით, საქართველოს პრემიერი ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რუმენ რადევსაც შეხვდება.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბულგარეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა იმყოფებიან.

საქართველომ და ბულგარეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. მხარეები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კულტურის და განათლების სფეროებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0