საქართველო არჩევნების მოლოდინში – ცესკომ პარტიების რიგითი ნომრები განსაზღვრა

© REUTERS / David Mdzinarishviliარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმ პარტიებმა და გაერთიანებებმა, რომლებიც არჩევნებში უკვე მონაწილეობდნენ, შეინარჩუნეს ადრე მინიჭებული რიგითი ნომრები.

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საქართველოს პარლამენტისა და რამდენიმე რაიონის საკრებულოს შუალედური არჩევნების, ასევე რამდენიმე მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობისთვის პარტიებსა და გაერთიანებებს რიგითი ნომრები მიანიჭა.

პასუხისმგებლობა ყველაზეა – დეპუტატი დაგეგმილ არჩევნებზე>>>

საქართველოში 19 მაისს სამი სახის არჩევნები გაიმართება.

თბილისის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 16 პარტია, ერთი საარჩევნო ბლოკი და ექვსი საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა.

ნარიყალა - Sputnik საქართველო
ჩატარდება თუ არა 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით?

საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისთვის საკუთარ კანდიდატებს 18 პარტია და ექვსი საინიციატივო ჯგუფი წარადგენს.

რაც შეეხება მერების რიგგარეშე არჩევნებს ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში, რეგისტრაცია 18-მა პარტიამ და ცხრა საინიციატივო ჯგუფმა გაიარა.

კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 19 აპრილია.

იმ პარტიებმა და გაერთიანებებმა, რომლებიც მანამდე არჩევნებში უკვე მონაწილეობდნენ, შეინარჩუნეს ადრე მინიჭებული რიგითი ნომრები, ნათქვამია ცესკოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

№1  „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”
№2  „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის”
№3  „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო”
№4 „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”
№5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია”
№8  „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”
№17  „საქართველო”
№18  „ტრადიციონალისტები”
№23  „ახალი ქრისტიან-დემოკრატები”
№27  „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო”
№28  „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე”
№31  „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა”
№41  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”

 

ყველა ახალი ამბავი
0