იორდანია საქართველოს ინფრასტრუქტურაში ინვესტირებას გეგმავს

© Parliament of Georgia / FBირაკლი კობახიძე და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტის სენატის პრეზიდენტი ფეისალ ალ-ფაიეზი
ირაკლი კობახიძე და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტის სენატის პრეზიდენტი ფეისალ ალ-ფაიეზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის სპიკერმა თბილისისა და ამანის პოლიტიკის საერთო შტრიხებზე ისაუბრა

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. საქართველო და იორდანია აქტიურად ითანამშრომლებენ სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურისტულ სფეროებში, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

საქართველოში ოფიციალურად იმყოფება იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს პარლამენტის დელეგაცია სენატის პრეზიდენტის, ფეისალ ალ-ფაიეზის ხელმძღვანელობით.

იორდანიის ქალაქ პეტრაში კლეში ნაკვეთი ტაძარი-მავზოლეუმი - Sputnik საქართველო
იორდანიაში ქართული მონასტრის კვალს შეისწავლიან

„ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ ხოლმე იმ პოტენციალს, რომელიც ასათვისებელია ეკონომიკური ურთიერთობებისა და ვაჭრობის თვალსაზრისით, ასევე, ტურიზმის სფეროში არის დიდი პერსპექტივა და ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ ამ მიმართულებით ურთიერთობების განვითარებისთვის“, - აღნიშნა კობახიძემ.

მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შარშანდელმა ვიზიტმა იორდანიაში კიდევ უფრო განამტკიცა ორმხრივი კავშირი და პარლამენტთაშორისი ურთიერთობის ახალ ეტაპს საძირკველი ჩაუყარა.

„საქართველოსთვის იორდანია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო რეგიონში, რომელიც, ჩვენი ქვეყნის მსგავსად, ცდილობს, თავისი დადებითი წვლილი შეიტანოს რეგიონულ მშვიდობაში, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში და მშვიდობიანი გადაწყვეტა მოუძებნოს კონფლიქტებს, შეამციროს დაძაბულობა“, - ხაზგასმით აღნიშნა კობახიძემ.

თავის მხრივ, ფეისალ ალ-ფაიეზმაც იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორული ურთიერთობა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
იორდანელებს შეუძლიათ საქართველოს უვიზოდ ესტუმრონ

„ორივე ქვეყანა თანხმდება ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაზე. ორმხრივი ინვესტირების პროექტები, სავაჭრო ურთიერთობები, ტურიზმის განვითარება - ეს არის ის პრიორიტეტები, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობის ფარგლებში იკვეთება. ინვესტირება საქართველოს ინფრასტრუქტურაში არის ძალიან დიდი ინტერესის საგანი იორდანიისთვის. ასევე, ხაზს ვუსვამთ ბიზნესსაზოგადოების როლს და მხარს ვუჭერთ ყველა იმ აქტივობას, რომელიც გააძლიერებს ამ სექტორებს“, - განაცხადა ფეისალ ალ-ფაიეზმა.

2018 წელს საქართველოს 11,8 ათასი იორდანიელი ესტუმრა, რაც 2017 წელთან შედარებით 6,9 პროცენტით ნაკლებია.

საქართველოსა და იორდანიას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2018 წელს 1,2 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც 165,3%-ით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს. 2018 წელს საქართველოდან ექსპორტმა 129,9 ათასი დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი - 1,1 მილიონი დოლარი.

ყველა ახალი ამბავი
0