საქართველო ოთხ ქვეყანაში ელჩებს შეცვლის

© Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესტონეთში, ქუვეითში, ისრაელსა და მოლდოვაში საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები თანამდებობას დატოვებენ.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესტონეთში, ქუვეითში, ისრაელსა და მოლდოვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების გათავისუფლების წინადადებით მიმართა, ნათქვამია მთავრობის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თანამდებობიდან გათავისუფლდნენ ესტონეთში, ისრაელში, მოლდოვასა და ქუვეითში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები.

მთავრობის განკარგულების თანახმად, საკუთარ თანამდებობებს დატოვებენ დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები ესტონეთში, ქუვეითში, ისრაელსა და მოლდოვაში.

ელჩები, რომლებიც 2019 წელს თანამდებობებს დატოვებენ

ქვეყანა ელჩი გამოწვევის თარიღი
ესტონეთი თეა ახვლედიანი 2019 წლის 1 ივნისი
ქუვეითი როლანდ ბერიძე 2019 წლის 1 ივლისი
ისრაელი  პაატა კალანდაძე 2019 წლის 1 ივლისი
მოლდოვა მერაბ ანთაძე 2020 წლის 1 იანვარი

გადაწყვეტილების მიზეზები განკარგულებებში არ არის განმარტებული. თუმცა ცნობილია, რომ ოთხივე ელჩი 2014 წელს დაინიშნა თანამდებობაზე და წელს უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა ეწურებათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0