თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მაისში პოლონეთს, ლატვიასა და ესტონეთს ეწვევა, იუწყება პირველი არხი პრეზიდენტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
ვიზიტი პოლონეთში შედგება 7-8 მაისს, ლატვიაში – 14-15 მაისს, ხოლო ესტონეთში – 15-16 მაისს. ტურნეს დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2018 წლის 16 დეკემბრიდან არის, მას შემდეგ ის ეწვია აზერბაიჯანს, სომხეთს, ლიტვასა და საფრანგეთს.