ივანიშვილმა სააკაშვილს მშიშარა უწოდა

© photo: Sputnikბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიძინა ივანიშვილმა ყოფილ პრეზიდენტს შეახსენა, თუ რა ელოდება მას სამშობლოში.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში არ დაბრუნდება, რადგან მას აქ ციხე ელოდება, განაცხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია Imedi-ს გადაცემაში „პირისპირ".

ივანიშვილი ყოფილი თანამებრძოლების პარტიიდან წასვლის მიზეზებს ვერ ხედავს>>

სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა, მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა. პროკურატურის მონაცემებით, სააკაშვილი შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.

„მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თავს ატყუებს, ის ჩვეულებრივი მშიშარა კაცია. რომ ჩამოვა, იცის, დაიჭერენ", – განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
„ეშმაკი განხეთქილებისკენ გვიბიძგებს!“ – ივანიშვილის ახალი გზავნილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ დაბრუნდება სამშობლოში და შეცვლის ხელისუფლებას. ის მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს გაყალბებულს უწოდებს.

საქართველოში მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად აქვს მისჯილი ექვსი წლით პატიმრობა 2005 წელს პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, ასევე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულების შეწყალებისთვის.

გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოშია კიდევ ორი საქმე – სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბების 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისას.

ყველა ახალი ამბავი
0