„ეშმაკი განხეთქილებისკენ გვიბიძგებს!“ – ივანიშვილის ახალი გზავნილი

© Sputnik / Alexander Imedashviliბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ივანიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს დაასრულონ ერთმანეთისთვის პოლიტიკური წარსულის შეხსენება

თბილისი, 9 აპრილი  — Sputnik.  მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გაავრცელა, რომელშიც ყველას, მიუხედავად პოლიტიკური წარსულისა,  გაერთიანებისა და ერთსულოვნებისკენ მოუწოდებს.

აპირებს თუ არა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას>>>

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საქართველოში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობა დასრულდა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა. 

ჯეფ ბეზოსი - Sputnik საქართველო
Forbes-მა მილიარდერთა ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა

თავის წერილში ივანიშვილი აღნიშნავს, რომ უკვე მეშვიდე წელია ქვეყანას რაციონალიზმზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალა მართავს. ამასთან, ივანიშვილის აზრით, ქვეყანაში პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა: დემოკრატიის განვითარებისა და  ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების ფონზე ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემებია.

სწორედ ამას იყენებენ „ქაოსის მსურველი ძალები“, რომლებიც ეკონომიკური პრობლემების სპეკულირებით კვლავ ფიქრობენ რევანშზე, აღნიშნულია განცხადებაში.

 „მიუხედავად იმისა, რომ  ექვსი წლის მანძილზე რეგიონული თუ გლობალური პოლიტიკურ-ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, „ოცნების“ ხელისუფლებამ რეალური შესაძლებლობის თითქმის მაქსიმუმი გააკეთა და ეროვნული ეკონომიკის უკლებლივ ყველა სფეროში თვალსაჩინო პროგრესი აჩვენა, სწორედ „ოცნების“ ხელისუფლებას უყენებენ პრეტენზიას იმ სოციალურ-ეკონომიკური კოლაფსისთვის, რომელშიც ქვეყანა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აღმოჩნდა. ნიშანდობლივია, რომ ყველაზე ხმამაღლა იმ ხალხის პრეტენზია ისმის, ვინც იმ წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რომ ეს კოლაფსი დამდგარიყო“, – აღნიშნულია წერილში.

ქვეყნის სტაბილური პროგრესისთვის აუცილებელია რეალისტური და ზუსტი ამოცანები, მოთმინება და თანმიმდევრულობა, დარწმუნებულია მილიარდერი. პროგრესი არ არის მყისიერი პროცესი. ის  მოითხოვს ხანგრძლივ სამოქალაქო მშვიდობას, რომელიც არ მიიღწევა ბარიკადების პირობებში, დასძინა ივანიშვილმა. 

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
„ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი“ – ივანიშვილი გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიებაზე

„მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური წარსულისა, დღეს მოქალაქეები ისევ ერთი მიზნისთვის უნდა გავერთიანდეთ. ეს არ ნიშნავს მეხსიერების წაშლას, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მიეტევოს ჩადენილი დანაშაული, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ „ეშმაკი ყოფს“ და განხეთქილებისკენ გვიბიძგებს! უნდა დასრულდეს პრინციპულობის ლოზუნგით საზოგადოების გახლეჩვა, თითის გაშვერა, ერთმანეთის დამუნათება და პოლიტიკური წარსულის მუდმივი შეხსენება“, – ნათქვამია წერილში.

ყველგან, სადაც იქნება ემოციების გამარჯვება საღ აზრზე, განზე გადგომა და თანამოაზრეებთან დაპირისპირება, იქ იქნება ქაოსის ძალების დასაყრდენი, აღნიშნა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა წერილი 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. ამ დღეს საქართველოში აღინიშნება სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე.

ყველა ახალი ამბავი
0