საქართველოს პრემიერი სტრასბურგში სიტყვით გამოვა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenkoსტრასბურგი
სტრასბურგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამუკა ბახტაძე შეხვდება ევროპის საბჭოს საპარლამენტი ასამბლეისა და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობას

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე სამშაბათს ვიზიტით სტრასბურგში მიემგზავრება, სადაც 10 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართავს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

იმავე დღეს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ეხვედრას გამართავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ლილიე მორი პასკიესთან, გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდთან და ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან.

საქართველოს და ევროსაბჭოს დროშები - Sputnik საქართველო
საქართველო ნოემბერში ევროსაბჭოს პრეზიდენტი გახდება

ამ დღეებში სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია მიმდინარეობს, რომლის მუშაობაში მონაწილეობს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოვილის ხელმძღვანელობით.

საქართველოს საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციის წევრები მონაწილეობას მიიღებენ ევროპის მემორიალური დაფის გახსნაში, ასევე საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ მიღებაში.

ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი 12 აპრილამდე გაგრძელდება.

სასამართლო რეფორმის ბედი: საქართველოში ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდებიან>>

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში არ მონაწილეობს რუსული დელეგაცია, რომელსაც ხმისუფლება ჯერ კიდევ 2014 წელს ჩამოართვეს. რუსეთის წარმომადგენლებმა ასეთ პირობებში მუშაობაზე უარი განაცხადეს და 2016 წლიდან სესიაზე დელეგაციის აკრედიტებისთვის საჭირო დოკუმენტებს აღარ აგზავნიან.

ყველა ახალი ამბავი
0