საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონს ეწვევა

CC0 / Pixabay / Вашингтон, США
Вашингтон, США - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონს ეწვევა, აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვაშინგტონში ზალკანიანის ვიზიტი 3 აპრილს დაიწყო და 4 აპრილს დასრულდება.

უწყების ცნობით, ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის პარალელურად მონაწილეობას მიიღებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსებიდან საიუბილეო, 70-ე წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებში.

საქართველო აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობას 2019 წელს შეუდგება>>

3 აპრილს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ნატოს წევრ საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს, აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდისა და მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის მიერ თანაორგანიზებულ ღონისძიებაში NATO Engages: The Alliance at 70 Years. ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ასევე ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც.

მიმდინარე წლის 28 მარტს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოს მონაწილეობით შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს, ხოლო 24-25 მარტს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ნატოს გენერალური მდივანი.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
სტოლტენბერგმა ნატოში საქართველოს შესვლის თარიღი კვლავ არ დაასახელა

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის 1992 წელს დაიწყო, ხოლო განსაკუთრებით გააქტიურდა 2000-იანი წლების დასაწყისში. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.

სტრატეგიული პარტნიორობა ახალ ეტაპზე 2016 წელს გადავიდა, როდესაც ქვეყნებმა გააფორმეს „თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის გაღრმავების შესახებ" მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში შეერთებულმა შტატებმა საქართველოში გერმანიის „ჰოჰენფელსის" ბაზის ანალოგიური საბრძოლო მომზადების ცენტრი ააშენა.

ყველა ახალი ამბავი
0