ძმები გამსახურდიები: „ეს ფილმი ჩვენ უკვე ბევრჯერ გვინახავს...“

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიკოკა გამსახურდია
კოკა გამსახურდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი პრეზიდენტის შვილები უნდობლობას უცხადებენ ივანიშვილს და აცხადებენ, რომ არავითარი საფუძველი არ აქვთ  დაუჯერონ ვინმეს დაპირებებს, მით უფრო – ამ პოლიტიკურ კონტექსტში.

თბილისი, 30 მარტი - Sputnik. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილები, ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები „ქართული ოცნების” თავმჯდომარის,  ბიძინა ივანიშვილის მიერ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების აუცილებლობასთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმიანებიან.

„ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი“ – ივანიშვილი გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიებაზე >>

„გავეცანით ბიძინა ივანიშვილის მიერ სამეგრელოს სოფელ ხიბულადან გაკეთებულ მიმართვას, სადაც ის საუბრობს ზვიად გამსახურდიას ღვაწლზე ქვეყნის წინაშე, მის ტრაგიკულ აღსასრულსა და გამოძიების აუცილებლობაზე. ფორმალურად ყველაფერი სწორია. მიმართვის პრაქტიკულად ყველა სიტყვას შესაძლოა, დაეთანხმოს ადამიანი. მაგრამ ეს ფილმი ჩვენ უკვე ბევრჯერ გვინახავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური - Sputnik საქართველო
არჩევნები მოახლოვდა – ხელისუფლება და ოპოზიცია ბრძოლისთვის ემზადებიან

მათი განცხადებით, წლების განმავლობაში რამდენიმეჯერ შეიცვალა მთავარი პროკურორი და ის პირები, ვისაც ამ საქმის გამოძიება ევალება, მაგრამ საქმე წინ არ წასულა.

„ჩვენს ოჯახს უწევს საჯარო პროტესტი, ქუჩის აქციების მოწყობა, შიმშილობა მთავარი პროკურატურის მისაღებში გამოძიების მოთხოვნით, და მიუხედავად ამისა, დღესაც არ არსებობს პროკურატურასთან ადეკვატური კომუნიკაცია. ბიძინა ივანიშვილს ამის შესახებ არაფერი გაუგია? თუ არა, ესე იგი, არც დაინტერესებულა. რატომ უნდა იყოს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის მესაძირკვლე, პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიება ჩვენს აქტივობაზე დამოკიდებული? ის მცირე შედეგიც კი, რაც შექმნილია ამ საქმის გამოძიების ფარგლებში, ჩვენი „მუჯლუგუნების” შედეგია! მიუხედავად ამისა, უამრავი დეტალის ჩამოთვლა შემიძლია, როდესაც პროკურატურა ან ჯიუტად არ ატარებს საჭირო საგამოძიებო ქმედებებს, ან ატარებს შესაშური არაკვალიფიციურობით“,– აღნიშნავენ გამსახურდიები.

პირველი პრეზიდენტის შვილები უნდობლობას უცხადებენ ივანიშვილს და აცხადებენ, რომ არავითარი საფუძველი არ აქვთ  დაუჯერონ ვინმეს დაპირებებს, მით უფრო – ამ პოლიტიკურ კონტექსტში.

„თუ ბიძინა ივანიშვილს ან მის ხელისუფლებას რაიმეს გაკეთება უნდა, ბურთიც მათია და მოედანიც. ჩვენ მხოლოდ საკუთარი თვალების გვჯერა, ხოლო დანარჩენს ფაქტები გამოაჩენს. გმადლობთ ყურადღებისათვის”, – აღნიშნულია ცოტნე გამსახურდიასა და კონსტანტინე გამსახურდიას ერთობლივ განცხადებაში.

ზვიად გამსახურდია ვაჟთან ერთად - Sputnik საქართველო
ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე – რა მოითხოვა პროკურატურამ ადვოკატისგან

ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის დამსახურებებზე ისაუბრა.

გამსახურდია პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს. ის, სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, 1992 წლის იანვარში, იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა. თითქმის ორი წლის შემდეგ, 1993 წლის 31 დეკემბერს გაურკვეველ ვითარებაში სოფელ ხიბულაში გარდაიცვალა.

ოფიციალური ვერსია, რომ გამსახურდია დაიღუპა, ოჯახმა არ ირწმუნა. 2015 წელს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიებას მკვლელობის მუხლით განაახლებს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0