საქართველოს პარლამენტის განახლებული რეგლამენტი – რა შეიცვალა 100 დღის განმავლობაში

© photo: Sputnikპარლამენტის შენობა რუსთაველის გამზირზე
პარლამენტის შენობა რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასული წლის ბოლოდან საქართველოს პარლამენტს ახალი რეგლამენტი აქვს.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი რეგლამენტის ახალი რედაქციით მიღების მომენტიდან უფრო აქტიურად მუშაობს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

ორშაბათს ირაკლი კობახიძემ ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილთან ერთად შეაჯამა ის შედეგები, რომლებიც 2018 წლის ბოლოს განახლებული რეგლამენტის ძალაში შესვლის შედეგად იქნა მიღებული.

„ჯერ მხოლოდ 100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია და ახალი რეგლამენტი, თუმცა, ამ 100 დღის განმავლობაში ძალიან ხელშესახები შედეგებია. ეს შედეგები არის თვალსაჩინო თითოეული მოქალაქისთვის და ვფიქრობთ, ჩვენი პარტნიორებისთვის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი აქტიური პარლამენტი, ალბათ, 90-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა", - აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტში უმცირესობა აღარ არსებობს

მისი თქმით, პარლამენტარებსა და მინისტრებს შორის საინტერესო დისკუსიები და შეხვედრები მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო საზედამხედველო ფუნქციას აუმჯობესებს.

ახალი რეგლამენტის მიღების დღიდან საკანონმდებლო ორგანოში 10 მინისტრს მოუსმინეს. ახალი რეგლამენტის თანახმად, მთავრობის ყველა წევრი ვალდებულია დეპუტატების კითხვებს უპასუხოს.

"ინერგება ახალი ინსტრუმენტები: მინისტრის საათი, ინტერპელაცია და ჩვენ ვხედავთ, რომ სტატისტიკაც კი ამტკიცებს თუ რამდენად გააქტიურებულია საქართველოში საპარლამენტო ცხოვრება", - განაცხადა კობახიძემ.

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ახალი რეგლამენტი პარლამენტს ავალდებულებს დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდოს კანონპროექტების განხილვას, რაც, შესაბამისად, კანონშემოქმედებაზე აისახება.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, 100 დღის განმავლობაში 35%-ით გაიზარდა პარლამენტის სხდომებზე დეპუტატების დასწრება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავიწყეთ ხარისხიანი და შინაარსობრივი საპარლამენტო კონტროლი, თემატური მოკვლევები, კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგი. საზოგადოებამ უნდა დაინახოს და ზუსტად იცოდეს, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს და ეს პოლიტიკური სცენების ადგილი არ არის", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ექვსი წლის შემდეგ პარლამენტი თბილისში დაბრუნდა >>

ახალი რეგლამენტის თანახმად, დეპუტატები, რომლებიც ერთი სესიის განმავლობაში უმიზეზოდ გააცდენენ სხდომების ნახევარზე მეტს, მანდატს გამოეთხოვებიან.

გარდა ამისა, გაიზარდა პარლამენტში სამუშაო დღეების რაოდენობა.

სასესიო კვირის პერიოდში დეპუტატები სხდომებს მართავენ სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ერთსაათიანი შესვენებით და არა კვირაში ორჯერ, როგორც ეს მანამდე იყო.

ორი სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის დეპუტატი ჯარიმდება ხელფასის 10%-ით. თუ დეპუტატი არ მიიღებს მონაწილეობას პარლამენტის მუშაობაში ერთი თვის განმავლობაში, ის არ მიიღებს იმ თვის ხელფასს.

ახალი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადმოვიდა.

საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან, სადაც 2012 წლიდან მუშაობდა, თბილისში დაბრუნდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0