პარლამენტის შენობა თბილისში

თბილისში საპარლამენტო რეფორმის პირველ შედეგებს შეაჯამებენ

66
(განახლებულია 09:36 25.03.2019)
საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი 2018 წლის ბოლოს დამტკიცდა.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მის პირველ მოადგილესთან თამარ ჩუგოშვილთან ერთად ორშაბათს საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტის ახალი რედაქციის მიღებიდან ასი დღის განმავლობაში მიღებულ შედეგებს შეაჯამებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი.

საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ბოლოს მიიღო განახლებული რეგლამენტი, რომლის თანახმად, დეპუტატებს, რომლებიც ერთი სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე მეტს საპატიო მიზეზის გარეშე გააცდენენ, მანდატს ჩამოართმევენ.

ასევე გაიზარდა პარლამენტში სამუშაო დღეების რაოდენობა. სასესიო კვირის პერიოდში დეპუტატები სხდომებს მართავენ სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ერთსაათიანი შესვენებით და არა კვირაში ორჯერ, როგორც ეს მანამდე იყო.

ორი სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის დეპუტატი ჯარიმდება ხელფასის 10%-ით. თუ დეპუტატი არ მიიღებს მონაწილეობას პარლამენტის მუშაობაში ერთი თვის განმავლობაში, ის არ მიიღებს იმ თვის ხელფასს.

66
თემები:
საქართველოს პარლამენტი (82)