პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს მამუკა ბახტაძეს მოუსმენენ

© FB / Government of Georgiaმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრემიერი დეპუტატების დებატებს მოისმენს და ბოლოს თავის შემაჯამებელ მოსაზრებას გამოთქვამს.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტის დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე 22 მარტს დანაშაულთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ ვითარებას გააცნობს.

შსს–მ საქართველოში დანაშაულის ზრდა დააფიქსირა>>>

პრემიერ-მინისტრი კანონმდებლების წინაშე პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ახალი წესით, ე.წ. ინტერპრლაციის ფორმატში წარდგება.

ინტერპელაციის წესი პარლამენტის ახალი რეგლამენტით დამკვიდრდა. აღნიშნულის მიხედვით, პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს ან ფრაქციას უფლება აქვთ შეკითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, ან მთავრობის წევრს. შეკითხვის ადრესატები ვალდებული არიან შეკითხვას პირადად უპასუხონ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პოლიცია - Sputnik საქართველო
არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი დანაშაულების ბრალდებით 116 პირი ამხილეს

ბახტაძე საპარლამენტო ოპოზიციის კითხვებს უპასუხებს ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების შესახებ. გარდა ამისა, ის დაესწრება დეპუტატების დებატებს კითხვებზე პასუხის შემდეგ და ბოლოს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას მიიღებს.

შსს-ს ბოლოს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2019 წლის იანვარში დარეგისტრირდა დაახლოებით 5,8 ათასი დანაშაული, რაც 2018 წლის იანვრის მონაცემებზე 30,93%-ით მეტია. ყველაზე გავრცელებული დანაშაულებია ქურდობა, ოჯახური ძალადობა და თვითმკვლელობამდე მიყვანა.

დანაშაულის ზრდაზე საუბრობენ ასევე საზოგადოებაშიც. ბოლო დროს ყველაზე გახმაურებული საქმეები იყო Liberty Bank-ის საინკასატორო მანქანაზე ყაჩაღური თავდასხმა და „საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმა, ხუთი წლის გოგონას დაღუპვა თბილისში. ასევე ხშირად საუბრობენ ქურდობის ფაქტების გახშირებაზე.

ე.წ. ინტერპელაციის ფორმატში დღეს პარლამენტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილსაც მოუსმენენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0