საქართველო ტურიზმის სფეროში არგენტინის მდიდარი გამოცდილებით დაინტერესდა

© MFA of Georgia / FB დავით ზალკალიანი, გუსტავო სანტოსი
დავით ზალკალიანი, გუსტავო სანტოსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა არგენტინაში ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. არგენტინის ტურიზმის მინისტრი გუსტავო სანტოსი საქართველოს ვიზიტით ეწვევა, რომლის ფარგლებშიც მხარეები ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერენ ხელს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მინისტრმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები დაასახელა>>>

ამ დროისთვის არგენტინაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფება. მინისტრმა შეხვედრები გამართა ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის, სანტოსთან და მას საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, საქართველოს საგარეო უწყების პირველმა პირმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის ურთიერთობების სამომავლო გაღრმავების მიზნით საქართველოში სანტოსის ვიზიტის მნიშვნელობას.

პასპორტი - Sputnik საქართველო
ქართული პასპორტი უფრო ძლიერი გახდა – უვიზოდ მსოფლიოს 74 ქვეყანაში

კონკრეტულად თუ როდის ეწვევა სანტოსი საქართველოს, ჯერჯერობით უცნობია.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ტურიზმის სფეროში არგენტინის მდიდარ გამოცდილებაზე. ამასთან, ქართული დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ ტურიზმის ინდუსტრია საქართველოში სწრაფი ტემპით ვითარდება.

მხარეებმა იმსჯელეს ორივე ქვეყანაში ცნობადობის ამაღლებისა და კულტურული კავშირების დამყარებისთვის ერთობლივი ღონისძიებების გამართვის შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ საქართველოსა და არგენტინის პოპულარიზაციის პროცესში ჟურნალისტების აქტიურ ჩართვას შეუწყონ ხელი.

შეხვედრაზე ზალკალიანმა ასევე ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროგრესზე, ქვეყანაში განხორციელებულ წარმატებულ ეკონომიკურ რეფორმებსა და სხვა საკითხებზე.

არგენტინაში ზალკალიანის ვიზიტი 17 მარტს დაიწყო და 23 მარტამდე გაგრძელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0