ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილმა მას სრული თავისუფლება მიანიჭა

© Sputnik / Vladimir Umikashviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილი ამტკიცებს, რომ არავისთან არ გადის კონსულტაციებს და მხოლოდ საინფორმაციო შეხვედრებს მართავს

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელსა და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მისთვის თავისუფლება არასდროს შეუზღუდავს.

ახალი ფიგურები ან ახალი იდეები - როგორ უნდა მოიგოს 2020 წლის არჩევნები „ოცნებამ“ >>

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2018 წლის დეკემბერში გახდა. მან არჩევნების მეორე ტურში როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა გაიმარჯვა, მაგრამ „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდაჭერით.

„ივანიშვილი შეეჩვია იმას, რომ მე ვარ თავისუფალი ადამიანი ჩემს გადაწყვეტილებებში. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკაში ცოტაა ნამდვილად თავისუფალი ადამიანი. ეს ჩემი დამსახურება არ არის. მე თავისუფალი ვარ, რადგან თავისუფალ ქვეყანაში გავიზარდე, მე გავიზარდე ოჯახში, რომელიც მექცეოდა როგორც თავისუფალ პიროვნებას და ყველანაირად ხელს მიწყობდა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა ტელეარხ TV Pirveli-ს ეთერში ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“.

მან აღნიშნა, რომ ასეთი პირობები საქართველოში ნაკლებად არსებობდა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პირველი ქალი-პრეზიდენტი: ზურაბიშვილის ბიოგრაფია

„ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ყველა, ვისაც ჩემთან მუშაობა მოუწია, შეეჩვია იმას, რომ მე თავისუფალი ადამიანი ვარ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ივანიშვილს არასდროს უცდია მისი თავისუფლების შეზღუდვა.

„მე ვხვდები პრემიერ-მინისტრს და მინისტრებს, ძირითადად, რომ გავიგო, როგორი სიტუაციაა, ან რომ ვისაუბრო ძირითად დასკვნებზე ჩემი ვიზიტების მიხედვით. მე შევხვდი ივანიშვილს ნატოში და ევროკავშირში ვიზიტების შემდეგ, რადგან ვთვლიდი, რომ ვიზიტის პირველი შთაბეჭდილებები უნდა გამეზიარებინა“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილი სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა >>

ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსულტაციებს არ გადის.

„რაც შეეხება კონსულტაციებს, ასეთი რამ არ ყოფილა. არჩევნების შემდეგ ივანიშვილმა მითხრა: იცოდეთ, თქვენ ხართ დამოუკიდებელი და არ ჩათვალოთ, რომ ხართ ვალდებული ვინმეს წინაშე. თუ ეს დამოკიდებულება შეიცვლება, მეც შევიცვლები ალბათ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ადრე ივანიშვილმა განაცხადა, რომ სწორედ მან მისცა პარტიას რეკომენდაცია მხარი ზურაბიშვილს დაუჭიროს.

ყველა ახალი ამბავი
0