საგარეო საქმეთა მინისტრი ურუგვაისა და არგენტინას ეწვევა

© photo: MFA of Georgia / FBდავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში ზალკანიანი როგორც არგენტინაში, ასევე ურუგვაიში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ლათინური ამერიკის ტურნეს ფარგლებში, არგენტინასა და ურუგვაის ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზალკანიანის ლათინური ამერიკის ტურნე 16 მარტს დაიწყო და 23 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს კონფრენციაში „სამხრეთი–სამხრეთი თანამშრომლობა" (south-south cooperation) და სიტყვით მიმართავს ღონისძიების მონაწილეებს, რომელთა შორის არიან ლათინური ამერიკის, აფრიკის, წყნარი ოკეანის სახელმწიფოთა მეთაურები.

დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
მინისტრმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები დაასახელა

ასევე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები არგენტინასა და ურუგვაიში. არგენტინაში ვიზიტის ფარგლებში ზალკანიანი არგენტინელ კოლეგას ხორხე ფორისს, არგენტინის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდება. ბუენოს-აირესში დაგეგმილი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან ლათინური ამერიკისა და აფრიკის სახელმწიფოებიდან.

რაც შეეხება ურუგვაიში ვიზიტს, დავით ზალკალიანი შეხვედრას გამართავს ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრთან როდოლფო ნინ ნოვოასთან, ურუგვაის ვიცე-პრეზიდენტთან, სენატის თავმჯდომარესთან, ასევე წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან და ურუგვაის პარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრებთან.

უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ზალკანიანი როგორც არგენტინაში, ასევე ურუგვაიში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.

ფინეთი. ჰელსინკი - Sputnik საქართველო
საგარეო საქმეთა მინისტრის სკანდინავიური ტურნე – ზალკალიანი სამ ქვეყანას ეწვევა

არგენტინაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დირექტორობის კანდიდატი საქართველოდან დავით კირვალიძე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.

საქართველოსა და ურუგვაის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 11 მაისს დამყარდა. ურუგვაის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვაჭრობის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში. ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის გრძელდება მუშაობა ორმხრივი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებაზე. მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ მრავალმხრივი ორგანიზაციების ფარგლებში.

როგორ ითანამშრომლებს საქართველოს ხელისუფლება დიასპორასთან: ახალი ინიციატივები>>

საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის კი დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 8 ივნისს დამყარდა. ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე.

ყველა ახალი ამბავი
0