დავით ბაქრაძეს სახელმწიფო დაცვა აღარ ეყოლება

© SPUTNIK / DENIS ASLANOVდავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო დაცვა 1 წლის ვადით დარჩება

თბილისი, 16 მარტი - Sputnik. მეშვიდე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს სახელმწიფო დაცვა 2020 წლამდე აღარ შეუნარჩუნდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომელიც  ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს ახლებურად არეგულირებს, მესამე მოსმენიდან კვლავ მეორე მოსმენის ეტაპზე დაბრუნდა.

გიორგი მარგველაშვილი დაცვის თანხლებით - Sputnik საქართველო
მძღოლი დაცვის ნაცვლად: ქვეყნის ყოფილ პირველ პირებს შესაძლოა სახელმწიფო დაცვა მოუხსნან

წინადადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა დააყენა. კანონპროექტში შესული ცვლილებებით სახელმწიფო დაცვა პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ერთი წლის ვადით უნარჩუნდება.

თუმცა იყო საგამონაკლისო წესი, რომლის მიხედვით მეშვიდე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე დაცვა უნარჩუნდებოდა.

საკანონმდებლო ცვლილებებით, ეს გამონაკლისი უქმდება და  კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ დავით ბაქრაძეს სახელმწიფო დაცვა აღარ ეყოლება.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო დაცვა 1 წლის ვადით დარჩება. 1 წლის გასვლის შემდეგ კი, მთავრობა გადაწყვეტს გაუგრძელოს თუ არა ყოფილ უმაღლეს თანამდებობის პირებს სახელმწიფო დაცვით მომსახურება.

ყველა ახალი ამბავი
0