ტერაქტი ახალ ზელანდიაში

სალომე ზურაბიშვილი ახალ ზელანდიელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

120
პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ტერორიზმის საფრთხე უახლოეს დროში იქნება ლიკვიდირებული

თბილისი,  15 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალი ზელანდიის ხალხსა და მსოფლიოში მუსლიმ თემს თანადგომას უცხადებს. 

 „49 ადამიანის მკვლელობა ახალ ზელანდიაში ტერორისტული აქტია, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა. საქართველო დგას ახალი ზელანდიის ხალხისა და მსოფლიოში მუსლიმი თემის გვერდით, იმ იმედით, რომ ტერორიზმით გამოწვეულ ტრაგედიებს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმევა“, – დაწერა  ზურაბიშვილმა Twitter–ის გვერდზე. 

​ პარასკევს ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში ორ მეჩეთზე თავდასხმა მოხდა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა, 48 ადამიანი კი საავადმყოფოებში არიან მოთავსებული.  ახალი ზელანდიის პრემიერ–მინისტრმა  ჯასინდა არდერნმა მომხდარს ტერაქტი უწოდა. დაკავებულია სამი ეჭვმიტანილი, რომელთა შორის ერთ–ერთი ავსტრიის მოქალაქეა.

 

120