პარიზი

საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში თავშესაფრის მთხოვნელთა ათეულში მოხვდნენ

263
(განახლებულია 10:57 15.03.2019)
მინისტრმა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, არ დახარჯონ ფული ევროკავშირის ქვეყნებში წასვლისთვის იმ იმედით, რომ იქ თავშესაფარს მიიღებენ

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებმა 2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების შესახებ 17,98 ათასი განცხადება შეიტანეს, ნათქვამია ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის „ევროსტატის" განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქეებმა თავშესაფრის მაძიებელთა საერთო რაოდენობის 3% შეადგინეს და ამგვარად, ევროკავშირის ქვეყნებში დარჩენის მსურველთა ათეულში მოხვდნენ. ყველაზე მეტად თავშესაფარს საქართველოდან წასულები ითხოვდნენ საფრანგეთში, გერმანიასა და საბერძნეთში. ასევე დიდი ინტერესი იყო ჩეხეთის, დანიის, ირლანდიისა და ლიხტენშტეინის მიმართ.

„საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მოთხოვნა ფუჭი მცდელობაა, რადგან საქართველო ევროპის ქვეყნების უმეტესის მიერ უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაშია შეყვანილი. დარჩა მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა, რომლებთანაც ვმუშაობთ. საზოგადოებას უნდა მივმართო, რომ ფუჭია ნებისმიერი მათი მცდელობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებლის მოთხოვნასთან დაკავშირებით - მათი მოთხოვნები ნულამდეა დაყვანილი, ნუ დახარჯავენ სახსრებს, ტყუილად ნუ შეიძენენ ბილეთებს, რადგან ეს მათ დააზიანებს", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქვეყნის პარლამენტში.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ იმით, რომ ზოგიერთ ქვეყანაში თავშესაფრის მინიჭების შესახებ განაცხადების განხილვის პროცესი გაჭიანურებულია.

მინისტრის განცხადებით, ისინი მუშაობენ ამ ქვეყნებთან, რათა ეს ვადა შემცირდეს, და არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ის თავშესაფარს მიიღებს.

ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა, ამიტომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარს არ მიიღებენ, განაცხადა უფრო ადრე ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა.

საქართველოს მოქალაქეების არალეგალური მიგრაცია ევროკავშირის ქვეყნებში ამ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების მთავარი გამოწვევაა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ უკანონო მიგრაცია გაიზარდა.

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.

„ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ძალიან დიდი მონაპოვარი, რასაც განსაკუთრებული ყურადღება და გაფრთხილება სჭირდება. ჩვენ ვრეაგირებთ თავშეფარის მაძიებელთა რაოდენობის ოდნავ მომატებაზეც კი. გარკვეულ ქვეყნებში არის თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის დინამიკა... ჩვენი მხრიდან არის მზაობა, გვქონდეს სწორი სტრატეგია, მათ შორის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელშიც გაწერილია, მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივები", - აღნიშნა ზალკალიანმა.

უვიზო რეჟიმის უსიამოვნო შედეგი გახდა ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში გაიზარდა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. თავიანთი შეშფოთება ამასთან დაკავშირებით გამოხატეს გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა, ისლანდიამ.

საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევების მიმართ კანონმდებლობა გაამკაცრა. ამიერიდან ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლასთან დაკავშირებული პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.

ქვეყნები, სადაც ქართველები ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ>>

ბოლო მონაცემებით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 300 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა.

263
თემები:
საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები (46)
ლევან კობერიძე

„ლელოში“ მატებაა: პარლამენტის დეპუტატმა პარტია გამოიცვალა

229
მმართველი პარტიის ყოფილი თანამოაზრე გადავიდა ოპოზიციურ პარტიაში, რომელიც მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ შექმნეს

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან კობერიძე არჩევნებამდე თითქმის სამი თვით ადრე შეუერთდა პარტიას „ლელო საქართველოსთვის“, რომელიც ბანკირმა მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. დღეისათვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 40-ზე მეტმა პარტიამ გაიარა.

„ჩვენ გვაქვს ღირებულებითი ერთობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის უკეთესი მომავლისთვის. ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ, ეს ჩვენი მოვალეობაა“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, „ლელო საქართველოსთვის“ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პარტიაა და შემოსავლების მიხედვით მილიონერი პარტიების სამეულში შედის.

ეს პარტია ბანკირებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 2019 წლის ბოლოს შექმნეს და ახლა წარმოადგენს სამი ძალის გაერთიანებას: თავად „ლელო“, პარლამენტის ყოფილი სპიკერის, დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობა“ და ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი პარტია „ახალი მემარჯვენეები“.

„ლელო საქართველოთვის“ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას >>

რაც შეეხება ლევან კობერიძეს, ის იყო მმართველი პარტიის ერთგული მომხრე, მაგრამ გასულ წელს მან დატოვა „ქართული ოცნების“ რიგები. ამის შემდეგ მან შექმნა ოპოზიციური ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“, ხოლო არჩევნების წინ ყველასათვის მოულოდნელად ანა დოლიძესა და ალეკო ელისაშვილთან ერთად ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის შესახებ განაცხადა. თუმცა ეს პარტია დღემდე არ შექმნილა.

229
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
გიორგი ვაშაძე

საქართველო, ტურიზმი და კორონავირუსი: ოპოზიციური პარტიის ლიდერი მთავრობას აკრიტიკებს

97
ვაშაძემ გააკრიტიკა ტენდერი, რომლის მთავარი პირობა იყო უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც სტუმრების, ისე სასტუმროების თანამშრომლებისთვის

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კორონავირუსის გამო საერთაშორისო ტურისტული სეზონის ჩავარდნის ფონზე ხელისუფლება ტურისტული სექტორისთვის შერჩევითი დახმარების გამო გააკრიტიკა.

წელს კორონავირუსის პანდემიამ ტურიზმის სფერო სერიოზულად დააზარალა. ამ სფეროსთვის დასახმარებლად სახელმწიფომ ბიზნესი გაათავისუფლა გადასახადებისგან, ოფიციალური შემოსვლის გარეშე დარჩენილებს კომპენსაცია გადაუხადა და სასტუმროებს კარანტინის ზონების მოწყობაში თანხები ჩაურიცხა.

მიუხედავად ამისა, ვაშაძე ამტკიცებს, რომ ხელისუფლების დახმარება შერჩევითი იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ ათასობით სასტუმრო, საწოლი და საუზმე იყო გამოყოფილი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბევრ მათგანს დახურვა მოუწია და ათასობით სამუშაო დაიკარგა, ზოგიერთისთვის კი ეს მაინც კარგი ბიზნესი აღმოჩნდა. მაგრამ მხოლოდ მათთვის, ვინც ახლოსაა „ქართულ ოცნებასთან“. მთავრობამ კრიზისის დროს მხოლოდ 21 კომპანიისთვის, 45 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. მათ შორის ბევრია ისეთი სასტუმრო, რომელთა მფლობელებმაც დიდი შემოწირულობები გააკეთეს პარტიისთვის“, - განაცხადა ვაშაძემ ბრიფინგზე.

ამავე დროს ვაშაძემ, როგორც ლიდერმა ოპოზიციური პარტიისა, რომელიც დამდეგ არჩევნებზე გავა პარტიასთან „კანონი და სამართალი“, პირობა დადო, რომ ხელისუფლებაში მისი მოსვლისთანავე ტურისტული სფერო აღორძინდება და შეიქმნება 55 ათასი სამუშაო ადგილი.

ამასთან, იმ ტენდერის პირობების თანახმად, რომლითაც ასე უკმაყოფილოა ვაშაძე, სასტუმროებს უნდა დაეცვათ უსაფრთხო განთავსება კარანტინის ზონებში როგორც იქ მყოფი პირების, ისე თანამშრომლების. ყველა ოთახი უნდა ყოფილიყო იზოლირებული, კარანტინში მყოფებს უნდა ჰქონოდათ სამჯერადი კვება და რაც ყველაზე მთავარია - ყველა უნდა ყოფილიყო დაცული დაინფიცირებისგან.

ყველაზე კარგად ამ პირობებს პასუხობდნენ დიდი სასტუმროები, რომლებმაც მოიგეს ტენდერი და დღემდე იღებენ მათ, ვისაც კარანტინის გავლა უწევს.

რაც შეეხება ტურიზმის სფეროს, პანდემიისა და უცხოელი ტურისტების არარსებობის მიუხედავად, წელს განსაკუთრებით აქტუალური გახდა შიდა ტურიზმი და საქართველოს მოქალაქეებმა აქტიურად გამოიყენეს ეს შესაძლებლობა.

თუმცა კორონავირუსმა აქაც ჩაშალა მათი გეგმები. მესტიაში კორონავირუსის აფეთქების გამო კარანტინში აღმოჩნდა ასობით ტურისტი, რომლებიც მთის პეიზაჟების ნაცვლად 14 დღის განმავლობაში ადგილობრივი სასტუმროების ხედებით დატკბებიან.

97
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
პროტესტი მინსკში

ბელარუსში მასობრივი პროტესტის კოორდინატორები დააკავეს

0
(განახლებულია 16:00 12.08.2020)
ცნობილი გახდა, რომ დააკავეს მასობრივი არეულობის კოორდინატორები. ერთ-ერთი მათგანი, როგორც ჩანს, თანამოაზრეების ქმედებებს სასტუმროდან აკონტროლებდა.

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ბელარუსში მამაკაცი დააკავეს, რომელიც, სავარაუდოდ, მინსკში საპროტესტო აქციების დაფინანსებაში მონაწილეობდა, იუწყება Sputnik–ბელარუსი სახელმწიფო მასმედიაზე დაყრდნობით.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მინსკში „დანა მოლის“ სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

„დაკავების დროს მამაკაცი აქტიურად შეეწინააღმდეგა შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლებს, ერთ-ერთ მათგანს ცხვირი გაუტეხა. მამაკაცის ზურგჩანთაში 10000 დოლარზე მეტი იპოვეს, რომელიც გათვლილი იყო აჯანყების მონაწილეებისთვის“, -წერს „ბელტა“ ბელარუსის შსს–ზე დაყრდნობით.

ცნობილია, რომ დაკავებული ადრე ნასამართლევი იყო ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით „განსაკუთრებით საშიში ფსიქოტროპული ნივთიერებების შეძენა, შენახვა და გადატანა არალეგალურად, გასაღების მიზნით“, ასევე, მის მიმართ არაერთხელ აღიძრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სააგენტო მასობრივი პროტესტის კოორდინატორების დაკავების შესახებ ინფორმაციასაც ავრცელებს, რომელთაგან ერთ-ერთი თანამოაზრეების ქმედებებს სასტუმროდან ხელმძღვანელობდა.

გაირკვა, რომ რომ მინსკის მცხოვრებმა სასტუმრო „ბელარუსის“  მე -17 სართულზე იქირავა ოთახი, საიდანაც ის აქციას კოორდინირებდა. ხაზგასმულია, რომ „ის მართავდა სამ დაქვემდებარებულ პირს. ისინი, თავის მხრივ, ასობით ადამიანს ხელმძღვანელობდნენ“.  

საპრეზიდენტო არჩევნები ბელორუსში 9 აგვისტოს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა 80.08% -მა ხმა მისცა ალექსანდრე ლუკაშენკოს, 10.9% -მა კი - სვეტლანა ტიხანოვსკაიას. არჩევნების შემდეგ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია მინსკსა და რესპუბლიკის რამდენიმე ქალაქში გაიმართა, აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. მომიტინგეების დასაშლელად  პოლიციამ სპეციალური აპარატურა და სპეცტექნიკა გამოიყენა, მათ შორის, ხმოვანი ყუმბარები და რეზინის ტყვიები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინსკში არეულობების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 200-ზე მეტი.

0
თემები:
მსოფლიო დღეს