სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სომხეთს ეწვია

85
(განახლებულია 11:16 13.03.2019)
პრეზიდენტის რანგში ეს ზურაბიშვილის პირველი ვიზიტია სომხეთში.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად სომხეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო, იუწყება საზოგადოებრვი მაუწყებლის პირველი არხი.

ზურაბიშვილი ორდღიანი ვიზიტით სომხეთს პრეზიდენტ არმენ სარქისიანის მიწვევით ესტუმრა. პრეზიდენტის რანგში ეს ზურაბიშვილის პირველი ვიზიტია სომხეთში.

სომხეთში ზურაბიშვილი სომეხ კოლეგა არმენ სარქისიანთან, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან გამართავს შეხვედრებს. ვიზიტის პროგრამით ასევე დაგეგმილია სრულიად სომხეთის კათოლიკოსთან გარეგინ II-სთან შეხვედრა.

საქართველოს პრეზიდენტს ერევნის „ზვარტნოცის" საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის ვიცე-პრემიერი ტიგრან ავინიანი, სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, ასევე დეპუტატები კახაბერ ოქრიაშვილი, გივი ჭიჭინაძე, ენზელ მკოიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის 1992 წლის 17 ივლისს დამყარდა. იმ დროიდან ქვეყნები სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.

 

85