მოსკოვი

„არის გარკვეული პროგრესი" - შვეიცარიის ელჩი საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებზე

80
(განახლებულია 15:47 12.03.2019)
შვეიცარიული მხარე, როგორც შუამავალი საქართველოსა და რუსეთს შორის, ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების შემსუბუქებას ცდილობს

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. შვეიცარიის ელჩმა მოსკოვში ივ როსიემ საქართველოსა და რუსეთის ამჟამინდელი ურთიერთობები შეაფასა, ასევე ისაუბრა შვეიცარიული მხარის, როგორც შუამავლის დღევანდელ ამოცანებზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არის. საქართველომ ეს ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, რაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტი აღიარა.

„როგორც იცით, ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს ინტერესებს რუსეთში. შეინიშნება გარკვეული პროგრესი ქვეყნებს შორის ურთიერთობების მოგვარებაში. არის პროგრესი უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებში", - განაცხადა როსიემ პრესკონფერენციაზე.

ის ასევე შეეხო საქართველოსა და რუსეთს შორის საბაჟო ადმინისტრირების მექანიზმებისა და საქონლის მონიტორინგის შესახებ 2011 წელს დადებულ შეთანხმებას. ტვირთების ნაკადისა და მათი მარკირების კონტროლისთვის მხარეებმა შუამავლის როლის შესრულებისთვის შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance SA (SGS) მოიწვიეს.

აბაშიძემ რუსეთ-საქართველოს პირდაპირი დიალოგის მოწინააღმდეგეებს პასუხი გასცა>>

„ჩვენ ასევე ვცდილობთ მოვაგვაროთ და შევამსუბუქოთ ვაჭრობა საზღვარზე შეთანხმების თანახმად", - აღნიშნა როსიემ.

80