სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სომხეთს 13 მარტს ეწვევა

69
(განახლებულია 14:04 11.03.2019)
საქართველოს სახელმწიფოს მეთაური ერევანში თავის კოლეგას შეხვდება.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 13 მარტს სომხეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, ნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ზურაბიშვილის ვიზიტი ქვეყანაში სომეხი კოლეგის არმენ სარქისიანის მიწვევით შედგება. პრეზიდენტის რანგში ეს ზურაბიშვილის პირველი ვიზიტი იქნება სომხეთში.

საქართველოს პრეზიდენტი წლის დასაწყისიდან ოფიციალური ვიზიტებით იმყოფებოდა ბელგიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ავღანეთში, აზერბაიჯანსა და ლიეტუვაში.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის 1992 წლის 17 ივლისს დამყარდა. იმ დროიდან ქვეყნები სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.

69
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (49)