საქართველო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ხელმძღვანელობის კანდიდატია

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsგაეროს ლოგოტიპი
გაეროს ლოგოტიპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
FAO-ს გენერალური დირექტორის პოსტზე პრეტენდენტები საქართველოს, კამერუნის, ჩინეთის, საფრანგეთისა და ინდოეთის წარმომადგენლები არიან.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის პოსტზე ერთ-ერთი პრეტენდენტია, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მისი კანდიდატურა FAO-ს წევრმა ქვეყნებმა დააყენეს. კირვალიძის კონკურენტები არიან კამერუნის, ჩინეთის, საფრანგეთისა და ინდოეთის წარმომადგენლები.

ცხვარი ფერმაში - Sputnik საქართველო
საქართველომ სოფლის მეურნეობაში მიმართულებები განსაზღვრა

FAO-ს დაარსების დღიდან (1945 წ.) ორგანიზაციამ რვა გენერალური დირექტორი შეიცვალა. დღეისთვის ორგანიზაციას ჟოზე გრაციანუ და სილვა ხელმძღვანელობს, რომელსაც უფლებამოსილების მეორე ვადა გასდის.

FAO-ში გაწევრიანებულია 194-ზე მეტი სახელმწიფო, ორგანიზაცია მთელ მსოფლიოში 130-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს.

არჩევნები FAO-ს რიგით 41-ე სესიის ფარგლებში ჩატარდება, რომელიც 22-29 ივნისს რომში გაიმართება. ორგანიზაციის ახალ ხელმძღვანელი ხმების უმრავლესობით აირჩევა. თითოეულ ქვეყანას ერთი ხმის უფლება აქვს.

დავით კირვალიძე სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორია, კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. ორჯერ ეკავა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტი. ასევე იყო საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი.

 

ყველა ახალი ამბავი
0