კარასინი: საუბარი რუსეთისა და საქართველოს ლიდერების შეხვედრაზე ნაადრევია

© photo: Sputnik / Aleksey Druzhinin / გადასვლა მედიაბანკშიგრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გრიგორი კარასინმა განმარტა, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოსა და რუსეთის ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან ურთიერთობებში პროგრესი შეინიშნება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ადრეა ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე საუბარი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

პრაღაში გუშინ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა, ტრადიციულად, განიხილეს თანამშრომლობის ჰუმანიტარული, კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები.

„დღეს რუსეთისა და საქართველოს ლიდერების შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შეხვედრები ძალიან დიდი გულმოდგინებით უნდა მომზადდეს, რომ ამან რამე კონკრეტულ შედეგთან მიგვიყვანოს. ახლა ამაზე საუბარი, ალბათ, ნაადრევია", – განუცხადა კარასინმა РИА Новости-ს.

მან აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც აბაშიძესთან შეხვედრები იმართება, ანუ ექვსი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ატმოსფერო ორმხრივ ურთიერთობებში. ორი ქვეყნის მცხოვრებლები ერთმანეთს აღარ უყურებენ, როგორც მტრებს.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძემ და კარასინმა პრაღაში მოლაპარაკებები გამართეს

„და, მაინც, ადრეა საუბარი რუსეთისა და საქართველოს ლიდერების შეხვედრაზე. მას წინ უნდა უძღოდეს მნიშვნელოვანი მომზადება. დღის წესრიგში ჯერჯერობით ეს საკითხი არ დგას", – აღნიშნა კარასინმა.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტები ხორციელდება მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში. რუსი და ქართველი დიპლომატების მომდევნო შეხვედრა 2019 წლის ზაფხულში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0