იზორიამ ერევანში რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საკითხები განიხილა

© photo: Government of Armenia / FBლევან იზორია და ნიკოლ ფაშინიანი
ლევან იზორია და ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლევან იზორიამ მოლაპარაკებები გამართა სომხეთის პრემიერთან, ასევე საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი პირველად ეწვია ვიზიტით სომხეთს, სადაც განიხილა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მინისტრმა პირველი შეხვედრა სომხეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან დავიდ ტონოიანთან გამართა. მინისტრებმა უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერა ხელი.

ლევან იზორია და დავით ტონოიანი - Sputnik საქართველო
იზორიამ და ტონოიანმა ხელი მოაწერეს ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობის პროგრამას

მოგვიანებით მოლაპარაკებები გაიმართა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანთან.

„პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს ხაზი გავუსვით რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობასა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების უპირობობას", – განაცხადა იზორიამ.

ფაშინიანი, თავის მხრივ, მიესალმა იზორიას ვიზიტს სომხეთში და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია „მეგობრული ურთიერთობების" განმტკიცება სხვადასხვა სფეროში. მისი თქმით, მუშაობა მეგობრულ ატმოსფეროში ხელს შეუწყობს არა მხოლოდ თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის, არამედ საშუალებას მოგვცემს, ეს ურთიერთობები ახალ დონზე გადავიდეს, იუწყება „Sputnik-სომხეთი".

ქართულ-სომხური ურთიერთობები ბოლო დროს განსაკუთრებით ინტენსიური გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0